IT მხარდაჭერის სპეციალისტი

New Vision Insurance
ინფორმაციული ტექნოლოგიები
თბილისი
ვაკანსია
08-10
08-11


"New Vision Insurance" აცხადებს ვაკანსიას IT მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

დაქვემდებარება: ინფორმაციული ტექნოლოგიების დირექტორი

სამუშაო განაკვეთი: სრული

სამუშაოს აღწერილობა: თანამშრომლებისთვის IT-მხარდაჭერის უზრუნველყოფა

ფუნქცია მოვალეობები:

  • საოფისე კომპიუტერების შეუფერხებელი და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა
  • თანამშრომელთათვის კომპიუტერულ ტექნიკასთან და პროგრამებთან დაკავშირებულ საკითხებზე დახმარება
  • შიდა ქსელის ტექნიკურად და პროგრამულად გამართვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
  • ოპერაციული სისტემების ზოგადი ცოდნა;
  • ქსელის მუშაობის პრინციპების ზოგადი ცოდნა.

სამუშაო პირობები/გარემო:

  • ვიწვევთ სამუშაოდ სტუდენტებს, ახალ კურსდამთავრებულებს და კარიერის საწყისს ეტაპზე მყოფ ახალგაზრდებს, პოზიტიურ სამუშაო გარემოსა და მოტივირებულ გუნდთან.

სადაზღვევო კომპანიის მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ: ეთანხმებით, რომ სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევა" უფლებამოსილია, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით, დასაქმების მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები; ადასტურებთ, რომ იცით თქვენი უფლება, მიიღოთ ინფორმაცია სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევას" მიერ თქვენს შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა თაობაზე, ასევე, კანონით დადგენილი წესით, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება; ანიჭებთ სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევას" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები*, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით** .

* გარდა ნასამართლობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა (თუ ის მოთხოვნილი იყო), რაც განადგურდება თქვენი დასაქმების შესახებ დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისთანავე;

** 1 (ერთი) წლის განმავლობაში, სადაზღვევო კომპანიაში თქვენი დაუსაქმებლობის შემთხვევაში, ამ ვადის გასვლისთანავე, სრულად განადგურდება თქვენს შესახებ მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით არსებული ყველა ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, შემდეგ ელ. მისამართზე: Vacancy@nvi.ge. სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!