პრისეილერი

ორიენტი
დისტრიბუცია
ბათუმი
ვაკანსია
09-10
09-11


კომპანია ორიენტი რამდენიმე ათეული წელია, წარმატებით მოღვაწეობს საქართველოს სადისტრიბუციო ბაზარზე.

კომპანია ორიენტი, ორიენტირებულია მომხმარებელზე, უახლესი იმპორტული პროდუქცის დისტრიბუციაზე საქართველოში. კომპანიის პრიორიტეტული ღირებულებებია სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა, მომხმარებლისადმი ერთგულება.

კომპანია ორიენტი აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის პოზიციაზე ბათუმში.

კომპანია სთავაზობს კანდიდატებს შემდეგ პირობებს:

  • შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
  • თანამედროვე და მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს;
  • პროფესიონალ და მეგობრულ გუნდს;
  • პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
  • შრომის ჯანსაღ და უსაფრთხო პირობებს;
  • ანაზღაურებად შვებულებას

მოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი განათლება;
  • სასურველია დისტრიბუციაში მუშაობის გამოცდილება(ანალოგიურ პოზიციაზე);
  • დახასიათება წინა სამსახურიდან
  • ცნობა ნასამართლეობაზე
  • ცნობა ნარკოლოგიურიდან
  • საკუთარი ავტომობილი
  • ავტომობილის მართვის მოწმობა - B კატეგორია.
  • კომპანია უზრუნველყოფს: ავტომობილს, საწვავს და პროდუქციას, ამისთვის თანამშრომლის მხრიდან უნდა დაფიქსირდეს უძრავი ქონების უზრუნველყოფა (რომლის ღირებულებაც უნდა იყოს მინიმუმ 40 000 ლარი.)

აუცილებელი პიროვნული თვისებები:

  • გუნდური მუშაობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მოლაპარაკებების წარმოება;
  • დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
  • ახალი ობიექტების ათვისების უნარი;
  • ფინანსურ დოკუმენტებთან მუშაობის უნარი;
  • პროდუქციის პრეზენტაციის უნარი;

მოვალეობები:

  • პროდუქციის მიწოდება სავაჭრო ობიექტებში გაწერილი მარშრუტის მიხედვით;
  • ობიექტიდან თანხის დროული ამოღება;
  • სამუშაო დღის ბოლოს ობიექტიდან ამოღებული თანხების სალაროში შეტანა;
  • მის სარგებლობაში მყოფი ავტომანქანის გამართული მუშაობა და ჰიგიენის კონტროლი;
  • სალაროს აპარატზე და ზედნადებზე მუშაობა (არ ცოდნის შემთხვევაში შევასწავლით)

ჩვენ გთავაზობთ:

  • შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
  • სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს
  • გამოცდილი კადრებს სთავაზობს      
  • პრისერილერის ანაზღაურება: 700 ლარიდან 900 ლარამდე                           

სამუშაო გრაფიკი: სრული, შაბათ-კვირა დასვენება

გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გადმოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით მისამართზე: alex@orientltd.ge ელექტრონულ წერილში მიუთითეთ სასურველი ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება