მიმტანი

Sushi24.ge
რესტორანი/კვება
თბილისი
ვაკანსია
10-08
10-09


 იაპონური და აზიური სამზარეულოს მიწოდების სერვისი "sushi24.ge" და რესტორანი “Fish and Wine” აცხადებს ვაკანსიას მიმტანის  პოზიციაზე.

პირობები:

  • დასაქმებულს ვთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, მოქნილ სამუშაო გრაფიკს, ღამის ცვლებში სახლში მიყვანის სერვისს კომპანიის ხარჯზე. 
  • 30 ლარი.(NET) 1 ცვლის ანაზღაურება .
  • ადგილმდებარეობა : ქ. თბილისი, ფალიაშვილის #60
  • სამუშაო საათები: 12 საათიანი გრაფიკი (12:00-24:00 და 14.00-02.00), 2X2, თვეში 15 დღე მუშაობა.

სამუშაოს აღწერა: 

  • შემოსული სტუმრების თავისუფალ ადგილამდე მიცილება 
  • მენიუს შეთავაზება, არსებული კერძებისა და სასმელების შესახებ ინფორმირება, მისი მომზადების წესისა და შემადგენლობის შესახებ
  • შეკვეთის მიღება, ანგარიშის გახსნა და დროულად მომსახურების უზრუნველყოფა
  • მაგიდის გაწყობა, სერვისის დალაგება
  • ჰიგიენური სტანდარტების დაცვა
  • სტუმართან ყურადღებით ყოფნა და გადამოწმება, საჭიროებისამებრ დამატებით შეკვეთის მიღება.

ძირითადი მოთხოვნები: 

  • ქართული, ინგლისური, რუსული ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე
  • განათლება ( სასურველია); ან სტუდენტი 
  • ერთწლიანი გამოცდილება მიმტანად მუშაობის აუცილებელია
  • მომსახურების სფეროს ზოგადი ცოდნა 

პიროვნული თვისებები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარ-ჩვევები
  • თავაზიანი, ღიმილიანი და აქტიური
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა 
  • ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანი
  • ენერგიულობა;
  • ახალი ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი.
  • უკონფლიქტო.
  • გუნდურად მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ CV (ფოტო-სურათით) გამოაგზავნოთ ელ. მისამართზე hr@sushi24.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის  დასახელება ,,მიმტანი,,  ან დარეკეთ მობილურზე  +995 577 05 72 72 თამარი რესტორნის მენეჯერი.