მარციპანის სპეციალისტი

მადარტი
რესტორანი/კვება
თბილისი
ვაკანსია
13-10
13-11


კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან მოყოლებული დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. "მადარტის" უპირატესობას კონკურენტებთან მიმართებაში განსაზღვრავს ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოება, მრავალფეროვანი ასორტიმენტი, მოქნილი და გამარტივებული მიტანისა და შეკვეთის სერვისი და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებული მომსახურების შეთავაზება.

კომპანია "მადარტი" აცხადებს ვაკანსიას მარციპანის სპეციალისტის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო განაკვეთი: სრული

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ტორტების მოხატვა-გაფორმება;
  • მარციპანის ფიგურების გამოძერწვა.

ძირითადი მოთხოვნა:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

საჭირო უნარები:

  • ძერწვის უნარი;
  • კრეატიული ხედვა;
  • მოძრაობის კოორდინაცია;
  • სიზუსტე;
  • ფიზიკური ამტანობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@madart.ge 20 ოქტომბრამდე. გთხოვთ, "subject" ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.

კომპანია "მადარტი" გისურვებთ წარმატებას!