სოციალური მედიის მენეჯერი

ნიკორა ტრეიდი
მედია
თბილისი
ვაკანსია
13-10
13-11


სს "ნიკორა ტრეიდი" - ბაზარზე მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი, რომლის შემადგენლობაში შედის "ნიკორა სუპერმარკეტის" და "ლიბრეს" მაღაზიები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 300-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს საქართველოს მასშტაბით.

კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. ჩვენი გუნდი 5000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას სოციალური მედიის მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ბრენდის მიზნობრივი აუდიტორიის შესწავლა და მუდმივი ანალიზი;
  • ყოველდღიური ვიზუალური/ტექსტუალური კონტენტის მომზადება;
  • ბრენდის ქვეშ გაერთიანებული ციფრული პლატფორმების მართვა;
  • სოციალური მედია კამპანიისა და რეკლამის დაგეგმვა, ბიუჯეტირება და განხორციელება;
  • შედეგების ყოველთვიური ანალიზი;
  • სფეროში არსებული ტრენდების გაცნობა და ყოველდღიურ საქმიანობაში ინტეგრირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • Facebook გვერდის ადმინისტრირება - სპონსორინგის და სხვა ინსტრუმენტების ცოდნა;
  • Google AdWords-სა და Facebook Ads - ში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია გრაფიკული პროგრამების (Adobe Photoshop, Adobe Illustrator) ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • გამართულად წერის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • სიახლეებთან სწრაფად ადაპტაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2020 წლის 20 ოქტომბრამდე ელექტრონულ ფოსტაზე jobs@nikoratrade.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "სოციალური მედიის მენეჯერი".

გთხოვთ CV-სთან ერთად გამოგვიგზავნოთ თქვენი პორტფოლიო.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს http://nikora.ge/

გისურვებთ წარმატებას!