მიმტანი/მიმტანის დამხმარე

სასტუმრო ყვარლის ტბა
რესტორანი/კვება
ყვარელი
ვაკანსია
14-10
14-11


სასტუმრო "ყვარლის ტბა" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის/მიმტანის დამხმარის პოზიციაზე.

დეპარტამენტი: სასმელების და კვების

ანგარიშვალდებულება: ცვლის უფროსი/სუპერვაიზერი

პოზიციის აღწერა:

  • იზრუნოს რესტორნის ტერიტორიის სისუფთავეზე, საჭირო მარაგების განახლებაზე. უზრუნველყოს მომხმარებლის მაღალი სტანდარტის მომსახურება.

ძირითადი მოვალეობები:

  • ყოველთვის მოემსახუროს სტუმრებს მოწესრიგებული გარეგნობით და ღიმილით
  • მოამზადოს მაგიდები და გააწყოს მაგიდები სტანდარტის შესაბამისად;
  • მიაცილოს სტუმარი მაგიდამდე;
  • გააცნოს მომხმარებელს დღის მენიუ;
  • აუხსნას სტუმრებს სხვადასხვა მენიუს შემადგენელი პროდუქტები და მომზადების მეთოდები;
  • აიღოს შეკვეთა და უზრუნველყოს შეკვეთის დროული მიტანა;
  • გადაამოწმოს სტუმართან თუ როგორ მოსწონთ საკვები და გამოასწოროს თუ რაიმე პრობლემაა;
  • შეძლოს სწორი ჩეკის მომზადება დროულად;
  • შენიშვნების და უკმაყოფილების შემთხვევაში შეატყობინოს სუპერვაიზერს და უპასუხოს სტუმრის მოთხოვნას;
  • უზრუნველყოს შეკვეთის სწრაფი მიწოდება, სტანდარტების მაქსიმალური დაცვით;
  • შეასრულოს დასუფთავების პროცედურები მოთხოვნისამებრ;
  • იცნობდეს მენიუში არსებულ პროდუქტებს, სასმელის მომზადების წესებს;
  • შეასრულოს ყველა პროცედურა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების წესების დაცვით;
  • მზად იყოს კოლეგების დასახმარებლად და საჭიროების შემთხვევაში მათი პასუხისმგებლობის გასანაწილებლად;
  • შეინარჩუნოს სუფთა და მოწესრიგებული სამუშაო გარემო.

საჭირო უნარები და კომპეტენციები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • გამართული მეტყველება ქართულ ენაზე, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.
  • რამდენიმე დავალების კოორდინირების უნარი;
  • მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობა;

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე სურათთან ერთად 12 ნოემბრამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@kvarelilake.ge

სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

მოცემულ ვაკანსიას შესაძლოა დაემატოს პუნქტები ან შეიცვალოს ზემოთმოყვანილი აღწერილობა.

გისურვებთ წარმატებებს!