უფროსი ვებ დეველოპერი

კრისტალი
დეველოპერი
თბილისი
ვაკანსია
18-10
18-11


ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას უფროსი ვებ დეველოპერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი

განაკვეთი: სრული

"კრისტალი" ქვეყანაში წამყვანი ფინანსური ჩართულობის კომპანია და არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც საქართველოს მასშტაბით მართავს 310 მლნ ლარის მოცულობის სასესხო პორთფელს, დასაქმებული ყავს 1, 000-ზე მეტი თანამშრომელი, ოპერირებს 50-მდე ფილიალით და ემსახურება 100, 000-ზე მეტ მომხმარებელს.

"კრისტალი" გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • პიროვნულ და პროფესიულ ზრდას;
  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს;
  • საუკეთესო სამუშაო პირობებს;

ძირითადი მოვალეობები:

  • პროგრამული უზრუნველყოფის ტექნიკური დავალების შექმნაში და ანალიტიკაში მონაწილეობის მიღება
  • საჭირო პროგრამული უზრუნველყოფების შექმნა, ასევე შექმნაში მონაწილეობის მიღება
  • შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფის ექსპლუატაციაში ჩაშვების შემდეგ პროგრამული შეცდომების გასწორება, საჭირო განახლებების დამატება და დეველოპერული მხარდაჭერა

ძირითადი მოთხოვნები:

  • სავალდებულოა უმაღლესი ტექნიკური განათლება
  • პროგრამირება: PHP, javascript, jQuery, CSS, HTML მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
  • MySQL/MS-SQL-მონაცემთა ბაზებთან მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
  • Linux ოპერაციულ სისტემასთან მუშაობის გამოცდილება
  • T-SQL ან PL/SQL ენებზე მუშაობის გამოცდილება
  • C++ ან C# ან Java ენებზე პროგრამირების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • Linux ადმინისტრირების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:

  • დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
  • გუნდთან ერთად მუშაობის უნარი
  • ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული
  • მუდმივად მზარდი და განვითარებადი
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;

ჩვენი კომპანია დასაქმებისა და შრომითი ურთიერთობის თანაბარ პირობებს უქმნის ნებისმიერ თანამშრომელსა და კანდიდატს, მისი რასის, რელიგიის, მრწამსის, სქესის, ეროვნების, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, შეზღუდული შესაძლებლობების, გენდერული იდენტობის, პოლიტიკური შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე 2020 წლის 2 ნოემბრამდე შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@crystal.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. (წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება)

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.