ბუღალტრი

G&A GROUP
ბუღალტერია
თბილისი
ვაკანსია
18-10
18-11


შპს „G&A GROUP” აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე  

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 

  • პირველადი დოკუმენტების (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები და სხვა) შენახვა, აღრიცხვა და დაარქივება; 
  • საგადასახადო მიწოდების და კორექტირების ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა/მიღება; 
  • RS.ge-ზე ასახული მონაცემების შედარება საოპერაციო და ბუღალტრულ პროგრამებთან; 
  • დებიტორებისა და კრედიტორების კონტროლი შეკვეთების მიხედვით; 
  • ადგილობრივი და იმპორტული პროდუქციის ასახვა ბუღალტრულ პროგრამაში; 
  • საბანკო და სალარო ოპერაციების ასახვა ბუღალტრულ პროგრამაში 
  • ფულის ნაშთის კონტროლი 
  • ყოველთვიური დეკლარაციების მომზადება და წარდგენა; 
  • ბუღალტრული ჩანაწერების შედარება; 
  • სასაქონლო მატერიალური მარაგების ინვენტარიზაციის პორცესში მონაწილეობის მიღება 
  • მარაგების ნაშთის კონტროლი 
  • საწვავის გახარჯვის რეპორტების მომზადება 
  • წარმოებული პროდუქტის პროგრამულად წარმოება და ნაშთებზე დასმა. 
  • ხელმძღვანელი მთავარი ბუღალტრისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება; 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება. 
  • ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა. 
  • საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების პრაქტიკული ცოდნა. 
  • აუცილებელია საბუღალტრო პროგრამა 1 C ERP-ის და ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა. 

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტო სურათით მისამართზე: hr@gagroup.com.ge

ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.