მოლარე-ოპერატორი

აგრონომი
გაყიდვები
თელავი
ვაკანსია
19-10
19-11
250-500


შპს "აგრონომი" ეძებს გუნდის ახალ წევრს და აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაოს პირობები:

  • სამუშაოს ადგილი: კახეთი, თელავის რაიონი, სოფელი აკურა
  • სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში ერთი დასვენების დღე)
  • ანაზღაურება: 250-500 ლარი

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:

  • სალარო ოპერაციების შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება (შემოსავლის/გასავლის ორდერი, გადახდის ქვითარი)
  • მომხმარებლისთვის სწრაფი და ეფექტური მომსახურების გაწევა
  • სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი
  • დღის ბოლოს წარმოებული ოპერაციების დოკუმენტაციისა და პროგრამული მონაცემების შედარება და სისწორის უზრუნველყოფა
  • მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა, არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი განათლება
  • სასურველია კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული უნარები:

  • გამართული მეტყველება
  • პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი
  • გუნდურობა
  • ორგანიზებულობა
  • პრეზენტაბელურობა
  • კომუნიკაბელურობა
  • პუნქტუალურობა

ჩვენ გთავაზობთ:

  • მეგობრულ და სასიამოვნო გარემოს
  • სტაბილურ სამსახურსა და კომპეტენტურ, მზარდ ანაზღაურებას
  • ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@agronom.com.ge არა უგვიანეს 2020 წლის 23 ოქტომბრისა. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "მოლარე-ოპერატორი". წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი ვაკანსია არ განიხილება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით CV-ების გადარჩევის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

კომპანია "აგრონომი" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ!