ლიზინგის პროექტის მენეჯერების გუნდის ხელმძღვანელი

კრისტალი
ადმინისტრაცია
თბილისი
ვაკანსია
19-10
19-11


ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას ლიზინგის პროექტის მენეჯერების გუნდის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული

სამუშაო ადგილი: თბილისი

"კრისტალი" ქვეყანაში წამყვანი ფინანსური ჩართულობის კომპანია და არასაბანკო საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც საქართველოს მასშტაბით მართავს 310 მლნ ლარის მოცულობის სასესხო პორთფელს, დასაქმებული ყავს 1, 000-ზე მეტი თანამშრომელი, ოპერირებს 50-მდე ფილიალით და ემსახურება 100, 000-ზე მეტ მომხმარებელს.

"კრისტალი" გთავაზობთ:

  • პიროვნულ და პროფესიულ ზრდას;
  • მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ლიზინგის პროექტის მენეჯერების გუნდის ზედამხედველობა, მიზნების დასახვა, შესრულების ხარისხის და ვადების კონტროლი;
  • დაქვემდებარებული გუნდის მოტივაციაზე და განვითარებაზე ზრუნვა, უკუკავშირის გაზიარება;
  • გაყიდვების მოკლევადიანი და გრძლევადიანი სტრატეგიის შემუშავება და განახლება ტოპ მენეჯმენტთან შეთანხმებით;
  • გაყიდვების მიზნით ორგანიზაციების მოზიდვა, პოტენციური მომხმარებლების ბაზების შექმნა და მართვა;
  • გაყიდვების ზრდის მიზნით ეფექტური მარკეტინგული კამპანიების ინიცირება და ორგანიზება;
  • გაყიდვების ალტერნატიული არხების განვითარება;
  • კლიენტებთან და მომწოდებლებთან ურთიერთობის განვითარება და მოლაპარაკებების წარმოება;
  • პროდუქტების განვითარების ინიცირება;
  • სტრატეგიული პროექტების მართვაში მონაწილეობის მიღება;
  • ლიზინგის პროექტების კომიტეტზე წარმომადგენლობა და მოსამზადებელი საქმეების ზედამხედველობა;
  • ლიზინგის ხელმძღვანელისთვის ყოველთვიური/ყოველკვარტალური და წლიური ანგარიშგების მომზადება
  • პრობლემურ კლიენტთან ურთიერთობა
  • თანამშრომლობა შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან (რისკები, ფინანსური, შესაბამისობა, იურიდიული, IT, მარკეტინგი და სხვა.)

საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის, ეკონომიკის ან ფინანსების, საინჟინრო მიმართულებით
  • მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება ფინანსურ სექტორში გაყიდვების მიმართულებით;
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
  • გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
  • Microsoft office ფლობა მაღალ დონეზე (Excel, Word, PPT)
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
  • სტრესული სიტუაციების მართვის უნარი
  • დაკვირვებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
  • მიზანთა სათანადოდ დასახვის უნარი
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი
  • გუნდის მართვის უნარი
  • დროის მართვის უნარი
  • შედეგზე ორიენტირებულობა
  • ლიდერული უნარ-ჩვევები
  • მაღალი ემოციური ინტელექტი
  • ანალიტიკური უნარ-ჩვევები
  • პასუხისმგებლობის გრძნობა

დაინტერესებულ პირებს 2020 წლის 29 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლიათ გამოაგზავნონ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@crystal.ge (გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია სადაც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება).

დაფიქსირებული განაცხადების განხილვის შედეგად შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში.