საწყობის მარაგების აღრიცხვის და კონტროლის სპეციალისტი

ორი ნაბიჯი
საწყობი
თბილისი
ვაკანსია
20-10
20-11
700


მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მარაგების აღრიცხვის და კონტროლის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, დიდი დიღომი, აღმაშენებლის ხეივანი მე-6 კმ.

ანაზღაურება: 700 ლარი

ფუნქციები:

  • სავაჭრო ობიექტებისთვის სადისტრიბუციოდ მომზადებული პროდუქციის რაოდენობის/წონის შეკვეთის ფურცელზე მოცემულ რაოდენობებთან/წონასთან შესაბამისობის შემოწმება და კონტროლი;
  • შემოწმების შედეგების აღრიცხვა, საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოება და დროულად მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის;
  • პალეტზე პროდუქციის განთავსების, სადისტრიბუციოდ მომზადებული საქონლის შეფუთვის ფორმის სტანდარტთან შესაბამისობის შეფასება და კონტროლი;
  • უზუსტობის ან სტანდარტთან შეუსაბამობის შემთხვევაში, უზუსტობის აღმოფხვრის უზრუნველყოფა;
  • საწყობში არსებული სასაქონლო ნაშთების კონტროლი და ინვენტარიზაცია.

პიროვნული მახასიათებლები:

  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი
  • პასუხისმგებლობის გრძნობა
  • გუნდური მუშაობის უნარი

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: HR@orinabiji.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 9 ნოემბერი, 2020 წელი

ორი ნაბიჯი მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯ" - ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯ" - ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.