საწყობის თანამშრომელი

ალტა რითეილი
საწყობი
თბილისი
ვაკანსია
19-07
19-09


შპს „ალტა რითეილი“-ს საცალო ქსელი წარმოდგენილია 11 სავაჭრო ობიექტით მთელი ქვეყნის მასშტაბით და სათავო ოფისით ქ. თბილისში. ვთანამშრომლობთ ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა Apple, Samsung, Asus, Intel, Canon, Sony, HP, Panasonic, Lenovo, Huawei, AEG, Zanussi, Hansa, Candy, Indesit, Ariston, და ა.შ.

„ალტა რითეილი“-ს მთავარ ღირებულებას მომხმარებლების, თანამშრომლების, პარტნიორებისა და საზოგადოების კმაყოფილებაზე მუდმივი ზრუნვა წარმოადგენს. ჩვენ შევძელით, საუკეთესო ექსპერტული კონსულტაციით, სანდოობით, ბაზარზე მუდმივი საიხლეებისა და ინოვაციების დანერგვით,  მოგვეპოვებინა ტექნიკის გაყიდვის სფეროში წამყვანი კომპანიის სახელი.

ალტა რითეილი აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი : თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

  • გაყიდული პროდუქტის ამსახველი ინვოისის მიხედვით, მაღაზიის საწყობიდან პროდუქტის გამოტანა;
  • გადაზიდვის სამსახურის მიერ მოტალინი ახალი პროდუქტების მითვლა;
  • მიღებული საქონლის დახარისხება და დასაწყობება;
  • საწყობის პერიოდული აღწერა;
  • მოტანილი ან/და დარბაზიდან გაყიდული პროდუქტების შეფუთვა/გახსნა;
  • შესაფუთი მასალების აკურატულად დასაწყობება;
  • დარბაზში და სტენდებზე სიცარიელის დროული შევსება;
  • მომხმარებლის დახმარება შეძენილი საქონლის მაღაზიიდან გატანაში და საჭიროების შემთხვევაში მანქანამდე მიტანის უზრუნველყოფა;
  • მიღებული საქონლის შოურუმში განთავსება;
  • მაღაზიაში წარმოდგენილი საქონლის გადაადგილება;
  • მაღაზიის დახურვამდე მისი იერსახის მოწესრიგება;

საკვალიფიკაციო მოხოვნები:

  • საწყობში მუშაობის გამოცდილება

პიროვნული თვისებები:

  • კომუნიკაბელური;
  • გულისხმიერი;
  • პუნქტუალური;
  • დეტალებზე ორიენტირებული.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancyaltaretail@alta.ge

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject")მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ალტა რითეილ“-მა დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.