ტრენერი

სუფთა სახლი
სხვა
თბილისი
ვაკანსია
20-10
20-11


მაღაზიათა ქსელი „სუფთა სახლი“ დაარსდა 2009 წელს. თავდაპირველად მაღაზიები მხოლოდ დედაქალაქში იხსნებოდა, თუმცა 2014 წლიდან ქსელმა მასშტაბური ზრდა დაიწყო და დღესდღეობით საქართველოს ყველა რეგიონულ ცენტრში არის წარმოდგენილი 163 ფილიალით.

„სუფთა სახლი“ მომხმარებელს მრავალფეროვან პროდუქციას სთავაზობს. ნებისმიერ ფილიალში შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგი კატეგორიის პროდუქცია: პარფიუმერია; პირადი ჰიგიენის ნივთები; სარეცხი და საწმენდი საშუალებები; წვრილმანი საყოფაცხოვრებო ნივთები; ჭურჭელი, საკანცელარიო საქონელი. კომპანია მუდამ ცდილობს მომხმარებელს შესთავაზოს კონკურენტებთან შედარებით ყველაზე მისაღები ფასი. სწორედ ამიტომ ჩვენს ქსელში ყოველთვიურად შეხვდებით ყველა კატეგორიაში არსებულ სააქციო პროდუქციას ბაზარზე ყველაზე დაბალ ფასად.

„სუფთა სახლში“ მთელი საქართველოს მასშტაბით დასაქმებულია 1000-ზე მეტი თანამშრომელი და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც მუდმივად იზრდება - ეს გახლავთ პროფესიონალთა ძლიერი გუნდი, რომელიც ხელს უწყობს კომპანიის მზარდ წარმატებას.

მაღაზიათა ქსელი „სუფთა სახლი“ აცხადებს ვაკანსიას ტრენერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • ტრეინინგის საჭიროების განსაზღვრა/დაგეგმვა/ორგანიზება;
  • ტრეინინგ მოდულების შექმნა კომპანიაში არსებული მომსახურების ხარისხის და პროცედურების მარეგულირებელი სტანდარტების მიხედვით;
  • ტრეინინგ-პროგრამების (ეფექტური მომსახურება, კომუნიკაცია, გუნდური მუშაობა, კონფლიქტის მართვა) მომზადება და ჩატარება;
  • ტრეინინგის შედეგების შეფასება და შეფასების ინსტრუმენტების შემუშავება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ფსიქოლოგიის მიმართულებით);
  • ტრეინინგების მომზადების და ჩატარების მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; (სასურველია მომსახურების სფეროში);
  • ეფექტური ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
  • შემოქმედებითი აზროვრება, შედეგებზე ორიენტაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, აქტიურობა და შრომისმოყვარეობა;
  • ინგლისური და რუსული ენების ფლობა; (სატრეინინგო მასალების დამუშავების დონეზე);
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ფლობა;
  • დროის მართვის უნარი;
  • კომუნიკაციის კარგი უნარი.
  • ორგანიზებულობა;

(აუცილებელია კანდიდატს ქონდეს საკუთარი მსუბუქი ავტომობილი; სამსახურისთვის საჭირო საწვავი ანაზღაურდება)

ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრეინინგებს, კარიერულ ზრდას, მზარდ შრომით ანაზღაურებას. დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@clean-house.ge . გთხოვთ, მიუთითოთ სასურველი თანამდებობა „ტრენერი“, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

მაღაზიათა ქსელი „სუფთა სახლი“ პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები „სუფთა სახლი“-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

გისურვებთ წარმატებას!