ავეჯის ხელოსანი

ლითენ თრი
ხელოსანი
თბილისი
ვაკანსია
19-05
19-06


თუ გაქვს შესაბამისი გამოცდილება და გაქვს უფრო მეტის სწავლის სურვილი, გინდა განვითარდე პროფესიულად და გქონდეს სტაბიულური სამსახური, ავეჯის ქართულ საწარმოში Litten Tree გამოცდილ კადრს ვეძებთ.

Litten Tree აცხადებს ვაკანსიას ავეჯის ხელოსნის პოზიციაზე.

ჩვენი მოთხოვნები ასეთია:

  • უნდა იყო 20-დან 50 წლამდე ასაკის.
  • გქონდეს ავეჯის წარმოებაში მუშაობის, მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • უნდა შეგეძლოს MDF-ისა და ლამინატის მასალებზე მუშაობა;
  • სასურველია თუ ავტომობილის მართვის მოწმობაც გექნება.

შენს მოვალოებებში შევა:

  • ავეჯის დამზადება;
  • ავეჯის დამზადებისათვის საჭირო მასალებისა და ინვენტარის მიღება
  • საჭიროების შემთხვევაში სარეალიზაციო საქონლის დაფასოება/შეფუთვა და სარეალიზაციოდ მომზადება;

ჩვენს კომპანიაში სამუშაოდ პროფესიული კრიტერიუმების გარდა პიროვნული თვისებებიც მნიშვნელოვანია, ამიტომ კარგია თუ იქნები:

  • კრეატიული;
  • გექნება შემოქმედებითი აზროვნება;
  • ხშირად იქნები ინიციატორი და სიახლეების მიმართ გახსნილი;
  • გუნდური მუშაობა შენთვის სასიამოვნო იქნება;
  • ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის გრძნობა შენი ძლიერი მხარეები იქნება.

ჩვენს კომპანიაში დაგხვდება:

  • პროფესიულად განვითარების შესაძლებლობა;
  • მეგობრული გუნდი;
  • სტაბილური ანაზღაურება;
  • პროფესიონალური დამოკიდებულება;
  • საერთაშორისო კატეგორიის მანქანა-დანადგარები და მათთან მუშაობისა და სწავლის შესაძლებლობა.

ხელფასი განისაზღვრება შენი გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის გათვალისწინებით, საშუალოდ 2000-დან 2500 ლარამდე.

თუ თვლი, რომ თანამშრომლობა ორივე მხარისთვის სასარგებლო და ნაყოფიერი იქნება გამოგვიგზვანე შენი აპლიკაცია (CV) ელ. ფოსტაზე: info@littentree.ge

ან დაგვიკავშირდით ნომერებზე: 574 07 00 11 ; 592 15 19 19