ექიმის ასისტენტი
ნიუ ჰოსპიტალსი
სამედიცინო
თბილისი
ვაკანსია
21-10
21-11
სამედიცინო
თბილისი
ვაკანსია
21-10
21-11
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალს"-ი აცხადებს ვაკანსიას ექიმის ასისტენტის თანამდებობაზე ლაბორატორიაში.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ორთაჭალა, კრწანისის ქ. #12
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;
- სასურველია მუშაობის გამოცდილება სამედიცინო დაწესებულებაში.
ძირითადი ფუნქციები:
- ლაბორატორიული ნიმუშების მიღება და მასალის დარეგისტრირება;
- ლაბორატორიული ანალიზის პასუხის პორტალზე ატვირთვა;
- ანალიზის შედეგების შესახებ პასუხის გაცემა, მეილით კომუნიკაცია;
- უშუალო ხელმძღვანელთან ანგარიშვალდებულება.
პიროვნული თვისებები:
- პუნქტუალურობა;
- დროის ეფექტური მართვის უნარი;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- კომუნიკაბელურობა;
- კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზუმე (СV) 15.11.2020-მდე ელ. მისამართზე vacancy@newhospitals.ge და გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.