მაღაზიის მოლარე

ალტა რითეილი
გაყიდვები
თბილისი
ვაკანსია
19-07
19-09


შპს „ალტა რითეილი“-ს საცალო ქსელი წარმოდგენილია 11 სავაჭრო ობიექტით მთელი ქვეყნის მასშტაბით და სათავო ოფისით ქ. თბილისში. ვთანამშრომლობთ ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა Apple, Samsung, Asus, Intel, Canon, Sony, HP, Panasonic, Lenovo, Huawei, AEG, Zanussi, Hansa, Candy, Indesit, Ariston, და ა.შ.

„ალტა რითეილი“-ს მთავარ ღირებულებას მომხმარებლების, თანამშრომლების, პარტნიორებისა და საზოგადოების კმაყოფილებაზე მუდმივი ზრუნვა წარმოადგენს. ჩვენ შევძელით, საუკეთესო ექსპერტული კონსულტაციით, სანდოობით, ბაზარზე მუდმივი საიხლეებისა და ინოვაციების დანერგვით,  მოგვეპოვებინა ტექნიკის გაყიდვის სფეროში წამყვანი კომპანიის სახელი.

კომპანია „ალტა“ აცხადებს  ვაკანსიას მაღაზიის მოლარის  პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი : თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

  • ფასების ცვლილების ყოველდღიური შემოწმება და ამობეჭვდვა;
  • გაყიდული საქონლის შესახებ პროგრამაში ინფორმაციის გატარება;
  • ზედნადებების, ინვოისის გამოწერა;
  • ყოველდღიური ანგარიშის მომზადება; (ბუღალტერიისთვის და საწყობისთვის)
  • მაღაზიაზე საქონლის გადაწერა, სხვა მაღაზიიდან საქონლის გადმოწერა (ქსელის შიგნით)
  • სალაროს წარმოება;
  • თანხის აღება;
  • მომხმარებლის უნაღდო ანგარიშწორება;
  • ინვოისის გამოწერა ბანკისთვის;
  • შემოსული ნაღდი ფულის კუპიურების შემოწმება და ყალბი ნიმუშების გამოვლენა;
  • დიპლომატიური პირისთვის დღგ ანგარიშფაქტურის გამოწერა;
  • მომხმარებლის მიერ დღგ ანგარიშფაქტურის მოთხოვნის შემთხვევაში ბუღალტერიისთვის ინფორმაციის მიწოდება;
  • შემოსული სატელეფონო ზარების პასუხი;
  • ჩეკის ამობეჭვდვა;
  • საჭიროების შემთხვევაში კლიენტების დანიშნულებისამებრ გადამისამართება და კონსულტაციის გაწევა შეძლებისდაგვარად;

საკვალიფიკაციო მოხოვნები:

  • მოლარე ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • სალაპარაკო დონეზე იცოდეს ინგლისური და რუსული ენები;

პიროვნული თვისებები:

  • კომუნიკაბელური;
  • გულისხმიერი;
  • პუნქტუალური;
  • დეტალებზე ორიენტირებული.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancyaltaretail@alta.ge

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ალტა რითეილ“-მა დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.