კატეგორიის მენეჯერი

Agro Food Trade
მენეჯერი
თბილისი
ვაკანსია
12-11
12-12


სავაჭრო კომპანია „ AGRO FOOD TRDAE“ საქართველოს ბაზარზე ფუნქციონირებს 2013  წლიდან. კომპანიის საქმიანობის სფერო მოიცავს ლიდერი ჰიპერმარკეტების, სუპერმარკეტებისა და ქვეყნის მასშტაბით ოპერირებადი სხვა სარეალიზაციო ობიექტებისთვის ქართული  და იმპორტული  სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდებას. 

AGRO FOOD TRADE აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერი/ KA MANAGER-ის  პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • რეალიზაციის წერტილების მიხედვით ყოველდღიური სტატისტიკური ანალიზის ჩატარება
  • არსებული და პოტენციური პარტნიორების საკონტაქტო ბაზის შექმნა/განახლება, ახალი ქსელური მარკეტების მოძიება და შეთავაზების წარმოება;
  • ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებული ასორტიმენტის, ფასის შესაბამისი პროდუქციის კომპანიისთვის მომგებიანად ქსელში წარმოდგენის უზრუნველყოფა;
  • პროდუქციის შეთანხმებული პლანოგრამისა და უწყვეტობის გარანტირების მიზნით შეკვეთების ინიცირება, შეკვეთების ანალიზი
  • ქსელებისგან მიღებული შეკვეთების გადამისამართება ოპერატორთან, ზედნადებების ფასთან მიმართებაში კონტროლი, მიწოდების განრიგის კონტროლი;
  • კომპანიის მიერ დამტკიცებული ახალი ასორტიმენტის პარტნიორის ქსელში სწორად და ეფექტურად დანერგვის უზრუნველყოფა;
  • კომპანიის მიერ წინასწარ დადგენილი მარკეტინგული კალენდარის შესაბამისად, ქსელებში მარკეტინგული აქტივობების განხორციელება, მონიტორინგი;
  • პროდუქციის ქსელიდან დაბრუნების მიზეზების იდენტიფიცირება, კომპანიისთვის მაქსიმალურად მომგებიანი შედეგის უზრუნველყოფა აღნიშნული მიმართულებით, უკან დაბრუნებული პოზიციების კონტროლი/დადასტურება;
  • ბაზრის რეგულარული კვლევა და  შედეგების დამუშავება ფასთან, ხარისხთან და ასორტიმენტთან მიმართებაში
  • შესყიდვების დეპარტამენთან კომუნიკაციის გზით საწყობის ნაშთების კონტროლი;
  • მერჩენდაიზერების გრაფიკის გადანაწილება და კონტროლი;

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • სადისტრიბუციო კომპანიაში მსგავს პოზიციაზე  მუშაობის გამოცდილება (აუცილებელია)
  • Office პროგრამების ცოდნა;
  • რუსული და ინგლისური ენების  ცოდნა.(სასურველია)

დამატებითი პიროვნული უნარები:

  • პრეზენტაბელურობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • კომუნიკაბელურობა და მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვის უნარი;
  • დროის დაგეგმვისა და პრიორიტეტების დასახვის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • სიახლეებისადმი სწრაფი ადაპტაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პუნქტუალურობა.

სამუშაო განაკვეთი: 09:00 - 18:00 (6 დღე)

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე   info@agrofoodtrade.ge ან  tamarivanidzee@gmail.com სათაურის ველში, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "კატეგორიის მენეჯერი/ KA MANAGER"  წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი  კანდიდატურა ვერ განიხილება.