სააფთიაქო პროდუქციის შეგროვების სპეციალისტი

იმპექსფარმი
ფარმაცია
თბილისი
ვაკანსია
28-10
28-11


სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ აცხადებს ვაკანსიას სააფთიაქო პროდუქციის შეგროვების სპეციალისტის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

  • პროდუქციის შეგროვება შემოსული ფაქტურების საფუძველზე;
  • კონტროლის მიერ აღმოჩენილი შეუსაბამობების აღმოფხვრა;
  • შიდა აღწერებში მონაწილეობის მიღება, შეუსაბამობების დადგენა და აღმოფხვრა საჭიროების შემთხვევაში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:

  • ფარმაცევტული ან სამედიცინო განათლება(სასურველია);
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV-ები შემდეგ ელ. ფოსტაზე: vacancy@myimpex.ge . გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გაცნობებთ, რომ შპს „იმპექსფარმი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 6 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავებ ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

გისურვებთ წარმატებებს!