ფილიალის მენეჯერი

ზღაპარი
ადმინისტრაცია
თბილისსა და რეგიონებში
ვაკანსია
03-11
03-12


,,ზღაპარი“ ყველაზე პოზიტიური, შრომისმოყვარე ადამიანების დასაქმების ადგილია..

შემოგვიერთდით, ჩვენ  ვაცხადებთ ვაკანსიას   ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.

გახდით ჩვენი გუნდის წარმატებული წევრი,  ერთად შევქმნათ წარმატება...

ფუნქცია- მოვალეობები:

  • მაღაზიის ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების შექმნა.
  • სავაჭრო დარბაზში არსებული პროდუქციის განლაგების კონტროლი.
  • არსებული ფასმაჩვენებლების კონტროლი.
  • არსებული ნაღდი ფულის და უნაღდო ტრანზაქციების შედარება რეალიზებული პროდუქციის ღირებულებასთან.
  • სარეალიზაციო პროდუქციის შეკვეთა პროგრამულად მომწოდებლებთან სტანდარტების დაცვით.
  • საჭიროების შემთხვევაში მომწოდებლებისაგან მიღებული პროდუქციის მიღება სტანდარტების დაცვით.
  • მაღაზიის მომსახურე პერსონალის დღის რეჟიმის დაგეგმვა, შესრულების კონტროლი.
  • ადმინისტრატორების მიერ განხორციელებული საქმიანობის კონტროლი.
  • საჭიროების შემთხვევაში მომწოდებლებთან მოლაპარაკებების წარმართვის უნარი.
  • წარმოქმნილი ტექნიკური შეფერხებების აღმოჩენისა და აღმოფხვრის უნარი.
  • პოტენციურ დასაქმებულთან მოლაპარაკებების წარმართვისა და შეთანხმების უნარი.
  • საჭიროების შემთხვევაში დასაქმებულთათვის საქმიანობის სწავლების უნარი.
  • აქტიური კომუნიკაცია დაქვემდებარებულ პირებთან.
  • მომხმარებელთათვის სრულყოფილი მომსახურეობის მიწოდების უზრუნველყოფა.

 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია  კომპიუტერული პროგრამების ფლობა
  • სასურველია პროგრამა აპექის ფლობა.
  • აუცილებელია სამუშაო გამოცდილება მაღაზიის მენეჯერის ან ადმინისტრატორის პოზიციაზე.
  • აუცილებელია მენეჯერი იყოს ობიექტური, კეთილგანწყობილი, კომუნიკაბელური, თავაზიანი თანამშრომელთა და მომხმარებელთა მიმართ.

სამუშაო პირობები:

  • გრაფიკი სრული: ორშაბათი- პარასკევი  10:00-19:00 და შაბათი 10:00-14:00 ჩათვლით
  • ანაზღაურება: ურთიერთშეთანხმებით კვალიფიკაციის მიხედვით.
  • საგამოცდო ვადა: 3 თვე.

ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ ავტობიოგრაფია (cv)  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@zgapari.ge

არაუგვიანეს 2020 წლის 15  ნოემბრისა,   მიუთითეთ პოზიციის დასახელება ,, ფილიალის მენეჯერი“

გისურვებთ წარმატებას!!!