ბიზნეს ანალიტიკოსი

პსპ ფარმა
ფინანსები
თბილისი
ვაკანსია
03-11
03-12


კომპანია „პსპ ფარმა“  აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს ანალიტიკოსის თანამდებობაზე  

ფუნქცია-მოვალეობები 

  • კომპანიის ბიზნეს პროცესების შესწავლა, ანალიზი და შესაბამისი პროცესების აღწერის დოკუმენტის მომზადება; 
  • ბიზნეს პროცესების შესწავლის საფუძველზე ეფექტური გადაწყვეტილებების შეთავაზება და პროექტების დაგეგმვა; 
  • მუდმივი კომუნიკაცია ბიზნესსა და IT დეპარტამენტთან; 
  • პროექტში მონაწილე პირებისგან მოთხოვნების შეგროვება, დავალებების სიღრმისეული ანალიზი; 
  • პროექტის ყველა მოთხოვნის დოკუმენტირება, ტექნიკური დავალებებისა და ბიზნეს პროცესების დიაგრამების შექმნა; 
  • ბიზნეს პროცესების ახალი/განახლებული მოდელების შეთანხმება პროცესის მფლობელებთან და სხვა დაკავშირებულ პირებთან, მათი ინტერესების დაბალანსება; 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები 

  • უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;  
  • ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება; 
  • ინგლისური და რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა; 
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა; 

უნარები და პიროვნული თვისებები 

  • ბიზნეს პროცესების აღქმისა და გაანალიზების უნარი; 
  • კრიტიკული აზროვნება; 
  • პრობლემური საკითხების ეფექტურად გადაწყვეტის უნარი; 
  • მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა; 
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი; 
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი; 
  • პასუხისმგებლობის გრძნობა. 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@psp.ge  

გთხოვთ Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა  16 ნოემბერი, 2020 წელი.