ფილიალის მენეჯერი

ნიუ აუტო მოტორსი
ავტო-მოტო სერვისი
თბილისი
ვაკანსია
04-11
04-12
800 + ბონუსი


NEW AUTO MOTORS–ი დაარსდა 2014 წელს და არის ულტრათანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი ავტოსერვის ცენტრი რომელიც მომხმარებელს სთავაზობს საავტომობილო მომსახურების ფართო სპექტრს, სადაც ხდება ნებისმიერი მარკის ავტომობილის დიაგნოსტირება, თუ შეკეთება, უმოკლეს დროში და უმაღლეს ხარისხში, თანამედროვე პროგრამების და ტექნოლოგიების მეშვეობით.

დღესდღეობით, კომპანია NEW AUTO MOTORSი არის ერთერთი ლიდერი თავის საქმიანობის სფეროში , რომელიც გაშენებულია 4500მ/კვ-ზე , მდებარეობს ქალაქის ცენტში და დასაქმებული ჰყავს 300მდე თანამშრომელი, რომელთა სისტემატურ გადამზადებას და კვალიფიკაციის ამაღლებას ახდეს.

დამატებით, დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ კომპანიის WEB-გვერდს შემდეგ მისამართზე: https://www.nam.ge

ვაკანსიის დასახელება: ფილიალის მენეჯერი

სამუშაო ადგილი: თბილისი, ხოშარაულის #30.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიშაბათი 10:00დან 19:00-მდე (კვირაში 1 დღე დასვენება).

ანაზღაურება: 800 ლარი ფიქსირებული + ბონუსები (1 თვიანი სტაჟირება ანაზღაურდება 150 ლარით + სასერტიფიკატო ტრეინინგები).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ეკონომიკური ან ფინანსური განათლება.
  • სავალდებულოა- ჯგუფის მართვის გამოცდილება.
  • სასურველია ავტოსერვის ცენტრში მუშაობის გამოცდილება.
  • ინგლისური ენა B1.
  • რუსული ენა B1.

პიროვნული თვისებები:

  • გადაწყვეტილების ეფექტურად მიღების უნარი.
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.
  • დაქვემდებარებული კადრის მართვის უნარი.
  • გუნდურად მუშაობის უნარი.
  • მოსმენის უნარი.
  • ანალიტიკური აზროვნება.

ფუნქცია/მოვალეობები:

  • ფილიალის მართვა დადგენილი სტანდარტების მიხედვით.
  • კომპანიაში არსებული სერვისების კონტროლი და რეპორტინგი.
  • ფილიალში წარმოშობილი ხარვეზების (მათ შორის ტექნიკური) მოგვარება დროულად და ეფექტურად.
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა და მოტივაციაზე ზრუნვა.
  • მომხმარებლებთან, პარტნიორებთან და მომწოდებლებთან კომუნიკაცია.
  • თვეში ერთხელ დეტალური ინვენტარიზაცია.
  • კადრის გადამზადებაში მონაწილეობის მიღება (გაყიდვების მენეჯერი და ა.შ).
  • ზედნადებების მიღება + ატვირთვა და მათი გაანალიზება.
  • მაღაზიაში არსებულ ნაშთებზე პასუხისმგებლობა.
  • პროდუქციისა და მომსახურების რეალიზაციის გაზრდაზე ყოველდღიური ზრუნვა (ახალი პროდუქციის მოძიება, შეკვეთა).
  • ობიექტის სისუფთავის მონიტორინგი.

რა გელოდებათ ჩვენთან?

  • დაწინაურების პერსპექტივა.
  • კარგი ანაზღაურება.
  • დაიტრეინინგება სრულიად უფასოდ და სერთიფიცირება.
  • კომპანიაში არსებულ სერვისებზე ფასდაკლება.
  • გუნდური გარემო.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ჩვენი კომპანიის მიერ შემოთავზებულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსთან ერთად ¾ზე newautomotors@inbox.ru და სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება, მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.

NEW AUTO MOTORS-ი გისურვებთ წარმატებებს!