სანგრევი სანტექნიკოსი

მისტერ მასტერი
სამშენებლო
თბილისი
ვაკანსია
04-11
04-12


კომპანია "მისტერ მასტერი" უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით პოზიციონირებს ბაზარზე, რომელიც 24 საათი, კვირაში 7 დღე სთავაზობს მომხმარებელს სწრაფ და მრავალფეროვან სერვისს საყოფაცხოვრებო, კომუნალურ სფეროში.

საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://mrmaster.ge | https://www.facebook.com/mrmaster.ge/

კომპანია "მისტერ მასტერი" აცხადებს ვაკანსიას სანგრევი სანტექნიკოსის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი.

სამუშაო გრაფიკი: სრული.

მოვალეობები:

  • ონკანის დემონტაჟი/მონტაჟი/შეკეთება;
  • უნიტაზის, ნიჟარის დემონტაჟი/მონტაჟი/შეკეთება;
  • წყლის/კანალიზაციის შიდა წერტილის შექმნა;
  • ხრახნის მოჭრა რკინის მილზე;
  • კომპრესორით მილების გაწმენდა;
  • სუფთა წყლის, კანალიზაციის, ცენტრალური რკინის, პლასტმასის მილის შეკეთება/შეცვლა - ღია/დახურულ მდგომარეობაში;
  • ცენტრალური ვენტილის შეკეთება/შეცვლა ღია/დახურულ მდგომარეობაში;
  • სუფთა წყლის მონაკვეთის შეცვლა რკინის, პლასტმასის მილზე ღია/დახურულ მდგომარეობაში;
  • წყლის მრიცხველის დემონტაჟი/მონტაჟი;
  • დაზიანებული მონაკვეთის პოვნა.

აუცილებელი მოთხოვნები:

  • მართვის მოწმობის "B" კატეგორია;
  • საკუთარი ავტომობილის ქონა;
  • გამოცდილების ქონა შესაბამის სფეროში;

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირება;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • თავაზიანობა/კოლეგიალურობა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • კონკურენტულ, ყოველთვიურ სტაბილურ ანაზღაურებას;
  • ნორმირებულ სამუშაო გრაფიკს;
  • ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
  • კორპორატიულ სასაუბრო და ინტერნეტ ბალანსს;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიზავნეთ CV/რეზიუმე მისამართზე: HR@mrmaster.ge (სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება) ან დაგვიკავშირდით კომპანიის ცხელ ხაზზე, 09:00 საათიდან 21:00 საათამდე: (032) 2 404 404.

ჩვენი მისამართია: ვაკე-საბურთალოს რაიონი, უნივერსიტეტის ქუჩა # 24

"მისტერ მასტერი" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!