ვაიზერი

აგროჰაბი
დისტრიბუცია
ბათუმი
ვაკანსია
06-11
06-12


კომპანია „აგროჰაბი“  ბათუმში აცხადებს ვაკანსიას  ვაიზერის  პოზიციაზე.

„აგროჰაბი“ არის, საქართველოში პირველი, ინოვაციური აგრარული ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მუდმივად ჯანსაღ, ნატურალურ და ახალ პროდუქციას. ამისთვის კომპანიას გააჩნია საკუთარი ფერმები, რძის პროდუქტების ქარხანა და ათამდე დასახელების სხვადასხვა სახის წარმოება.

ძირითადი მოვალეობები:

  • სექციის პერსონალის მართვა, კონტროლი;
  • მაღაზიის მენეჯერისგან მიღებული ინფორმაციების დამუშავება და რეპორტების წარდგენა;
  • სავაჭრო ობიექტებში მერჩენდაიზინგის კონტროლი;
  • დარბაზში არსებული მარაგების მართვა და კონტროლი;
  • პროდუქტის ვადების კონტროლი;
  • მომსახურების ხარისხის კონტროლი;
  • ფასდებულების არსებობის და სიზუსტის კონტროლი.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • პროდუქციის ცოდნა მომწოდებლების მიხედვით;
  • პროდუქციის ცოდნა სასაქონლო მახასიათებლების მიხედვით.

პიროვნული მახასიათებლები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პუნქტუალურობა;
  • დასახული ამოცანების ოპერატიულად და დამოუკიდებლად შესრულების უნარი;
  • პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი.

სამუშაო გრაფიკი: სრული

ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ბათუმი, ბაგრატიონის ქ.121/ჯავახიშვილის ქ.64

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე  vacancy@agrohub.ge  

 გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!