პიცის მცხობელი

Domino`s Pizza
რესტორანი/კვება
თბილისი
ვაკანსია
06-11
06-12


კომპანია "დომინოს პიცა" (Domino`s Pizza) აცხადებს პიცის მცხობელის ვაკანსიას

ადგილმდებარეობა: ქალაქი თბილისი

სამუშაო საათები: სრული ან არასრული (ექვსი სამუშაო დღე, ცვლიანობის განრიგი)

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მენიუს ზედმიწევნით ცოდნა და პროდუქციის შესაბამისად მომზადება;
  • მოვალეობების შესრულებისას კომპანიის სტანდარტებისა და პროცედურების ზედმიწევნით დაცვა;
  • კომპანიის პროგრამასთან მუშაობა;
  • პროდუქციის ვადების კონტროლი;
  • თანამდებობასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • სასურველია ინგლისურის ცოდნა (დამწყები/საშუალო).

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • დროის ეფექტურად მართვა;
  • დეტალებზე ორიენტირება;
  • პუნქტუალურობა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ღამის ცვლაში მუშაობის შემთხვევაში - ტრანსპორტირება;
  • დამატებითი სამუშაო საათების ანაზღაურება;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • კვების ანაზღაურება;
  • გრძელვადიანი თანამშრომლობა;
  • განვითარების და წინსვლის შესაძლებლობა.

კონკურსის ეტაპები:

  • შესარჩევი სიის მომზადება;
  • გასაუბრება ადამიანური რესურსების მენეჯერთან.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: tekla.ratiani@dominospizza.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "პიცის მცხობელი".

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.

დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ!

გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!