საწარმოს თანამშრომელი/მზარეული

Domino`s Pizza
რესტორანი/კვება
თბილისი
ვაკანსია
06-11
06-12
800


"დომინოს პიცა" (Domino`s Pizza) აცხადებს ვაკანსიას საწარმოს თანამშრომელი/მზარეულის პოზიციაზე

ადგილმდებარეობა: ქალაქი თბილისი, კოსტავას 74;

სამუშაო საათები: 10:00-18:00 (ორშაბათი-შაბათი)

ანაზღაურება: 700 ლარი (დარიცხული), 2 თვის შემდეგ 800 ლარი.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ცომის მომზადება;
  • საჭიროების შემთხვევაში ბოსტნეულის და ხორცეულის დაჭრა;
  • დანადგარების და მაცივრების კონტროლი
  • სამუშაო ტერიტორიის, დანადგარების, ცომის კასეტების, მცირე ინვენტარის რეცხვა/დასუფთავება/დეზინფექცია;
  • პროდუქტის მიღება/დასაწყობება;
  • კომპანიის ჰიგიენისა და სხვა შიდა სტანდარტების დაცვა;
  • ფილიალების პროდუქტის ჩატვირთვა /გადმოტვირთვა;
  • ყოველდღიური დოკუმენტაციის (ფორმების) წარმოება საჭიროების შემთხვევაში;
  • თანამდებობასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა.

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • დროის ეფექტურად მართვა;
  • დეტალებზე ორიენტირება;
  • პუნქტუალურობა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • დამატებითი სამუშაო საათების ანაზღაურება;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • კვების ანაზღაურება (70 ლარი);
  • გრძელვადიანი თანამშრომლობა.

კონკურსის ეტაპები:

  • შესარჩევი სიის მომზადება;
  • გასაუბრება ადამიანური რესურსების მენეჯერთან.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: tekla.ratiani@dominospizza.ge და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "საწარმოს თანამშრომელი/მზარეული".

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.

დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ!

გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!