ოფისის მენეჯერი

ოპტიმისტი
გაყიდვები
თბილისი
ვაკანსია
09-11
09-12
600-700


ოპტიმისტი აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

  • შეხვედრების ორგანიზება.
  • ოფისში მოსული სტუმრების მიღება-გადამისამართება.
  • საფოსტო გზავნილის მიღება-გადამისამართება.
  • ოფისისთვის საჭირო სამეურნეო/საკანცელარიო ნივთებით მომარაგება.
  • ოფისში შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხი, მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება ან ზარის გადამისამართება შესაბამის განყოფილებებში.

ძირითადი მოთხოვნები:

  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office).
  • სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
  • პუნქტუალურობა.
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი.
  • გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო გრაფიკი:

  • ორშაბათი - პარასკევი 10:00დან 18:00მდე.
  • შაბათი - 10:00-დან 16:00-მდე.
  • კვირა - დასვენების დღე.

ანაზღაურება:

  • პირველი 3 თვის განმავლობაში ანაზღაურება - 600 ლარი. სამი თვის შემდეგ ანაზღაურება 700 ლარი.

კომპანია ‘’ოპტიმისტი’’ შეთავაზებით დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით გამოაგზავნოთ შემდეგ ელ.მისამართზე: hr@geminioptics.ge და "Subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (ოფის მენეჯერი - თბილისი).

რეზიუმე ფოტოსურათის გარეშე არ განიხილება.