პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერი

იმედი L
ინფორმაციული ტექნოლოგიები
თბილისი
ვაკანსია
09-12
09-01
პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერი


სადაზღვევო კომპანია „იმედი L“ აცხადებს ვაკანსიას პროგრამული უზრუნველყოფის ტესტერის პოზიციაზე 

ძირითადი მოვალეობები: 

  • კომპანიის IT პროდუქტების ხარისხის მონიტორინგი; 
  • საინტეგრაციო და სისტემური ტესტირების უზრუნველყოფა; 
  • პროგრამის ფუნქციონალის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება; 
  • პროგრამის შემოწმებისათვის ტესტ-სცენარებისა და ტესტ-ქეისების მომზადება და სისტემის შემოწმება; 
  • იდენტიფიცირებული შეცდომების აღწერა და ჩართულ მხარეებთან შესაბამისი კომუნიკაციის გაკეთება; 
  • პროგრამული ხარვეზების მონიტორინგის სისტემაში დაფიქსირება; 
  • შესრულებული სამუშაოს დეტალური აღწერა და დოკუმენტირება. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ტექნიკური მიმართულებით); 
  • კომპანიაში არსებული პროცესებისა და პროცედურების ცოდნა; 
  • სასურველია მსგავსი პროფილით/მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება; 
  • სასურველია Microsoft SQL ის ცოდნა სამომხმარებლო დონეზე; 
  • ინგლისური ენის ცოდნა. 

აუცილებელი უნარები: 

  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი; 
  • ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • სამუშაოს ვადის განსაზღვრისა და მისი ეფექტურად მართვის უნარი; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. 

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს  შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: vacancy@imediL.ge  ; 

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. 

სადაზღვევო კომპანია  “იმედი L”  მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას. 

სადაზღვევო კომპანია „იმედი L“ - ში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. 

გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია “იმედი L” - ის მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, 

შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული 

მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, 

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.