მერჩენდაიზერი

პეპელა
მერჩენდაიზინგი
თბილისი
ვაკანსია
10-11
10-12


სათამაშოების მაღაზიათა ქსელი „პეპელა“ აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე,თბილისში.

სათამაშოების მაღაზიათა ქსელი "პეპელა" მომხმარებელს სთავაზობს ევროპული და საერთაშორისო ბრენდების სათამაშოების ფართო ასორტიმენტს ბიჭებისთვის და გოგოებისთვის, 1 თვიდან.

ჩვენთან გელოდებათ:

  • კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
  • კომფორტული სამუშაო გარემო;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება.

ასე რომ, მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.

ძირითადი მოვალეობები:

  • პროდუქციის სტანდარტული წესით განლაგების უზრუნველყოფა;
  • სხვადასხვა სადიტრიბუციო ობიექტებზე ვიზიტი, სათამაშოების განთავსება პლანოგრამის და სტანდარტების მიხედვით;
  • ფასების კონტროლი, შეკვეთების აღების და გაყიდვების სტიმულირება.

ძირითადი მოთხოვნები:

  • მერჩენდაიზინგის პრინციპების ცოდნა.
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება მერჩენდაიზინგის პოზიციაზე.

პიროვნული მახასიათებლები:

  • სისხარტე;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პუნქტუალურობა.

სამუშაო გრაფიკი: სრული

ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქალაქი თბილისი, გლდანი მოლის ფილიალი.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე hr@pepela.ge 2020 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!