მაღაზიის მენეჯერი

ნიკორა ტრეიდი
მენეჯერი
ხონი
ვაკანსია
11-11
11-12


სს "ნიკორა ტრეიდი" - ბაზარზე მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი, რომლის შემადგენლობაში შედის "ნიკორა სუპერმარკეტის" და "ლიბრეს" მაღაზიები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 300-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს საქართველოს მასშტაბით.

კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. ჩვენი გუნდი 5000-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე ქ. ხონში

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სავაჭრო ობიექტის მიმდინარე პროცესების მართვა და მონიტორინგი
  • პროდუქციის რეალიზაციის ზრდაზე მუდმივი ზრუნვა და გაყიდვების ანალიზი
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების კოორდინირება და მართვა
  • სავაჭრო ობიექტზე წარმოდგენილი პროდუქციის მარაგების კონტროლი და შეკვეთების განხორციელება
  • პროდუქციის ფასების სიზუსტისა და აქციების მონიტორინგი
  • მარკეტის პროდუქციის აღწერის წარმოება და ჩამოწერის კონტროლი
  • სავაჭრო ობიექტის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
  • საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა
  • ქართული ენის სრულყოფილად ფლობა და გამართული მეტყველება
  • რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასურველია

პიროვნული თვისებები:

  • შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • გუნდის მართვის და საქმის დელეგირების უნარი
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური აზროვნება
  • დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი

გამოგზავნე შენი მონაცემები ელექტრონულ ფოსტაზე: nlolua@nikoratrade.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითე ვაკანსიის დასახელება "მაღაზიის მენეჯერი ქ. ხონი".

ან დაგვიკავშირდით ნომრებზე +995 599 79 49 50

შემოდი ჩვენს Facebook გვერდზე: https://www.facebook.com/nikoracareer/ და შეავსე განაცხადი ან მოგვწერე პირად შეტყობინებაში;

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშავოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს http://nikora.ge/