საერთაშორისო სტუდენტებთან ურთიერთობის სპეციალისტი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
განათლება
თბილისი
ვაკანსია
11-11
11-12


ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში საერთაშორისო სტუდენტებთან ურთიერთობის სპეციალისტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • საერთაშორისო სტუდენტების ონლაინ აპლიკაციის სისტემის მართვა;
  • მიღებული ონლაინ აპლიკაციების შესახებ უკუკავშირის გაცემა და კომუნიკაცია პოტენციურ სტუდენტებთან/აგენტებთან;
  • საერთაშორისო სტუდენტების ინტერვიუებისა და გამოცდების დაგეგმვასა და ჩატარებაში მონაწილეობა;
  • საერთაშორისო სტუდენტების ჩარიცხვის პროცესის მართვა (თარგმნა, ნოტარიალური დამოწმება, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში დარეგისტრირება);
  • საერთაშორისო სტუდენტებისთვის სავიზო და საემიგრაციო საკითხებში კონსულტირება;
  • საერთაშორისო სტუდენტებისთვის მხარდამჭერი დოკუმენტაციის მომზადება საჭიროებისამებრ.
  • სამსახურის უფროსის დახმარება მიმდინარე საკითხებში;
  • სამსახურის მიერ განხორციელებულ სხვა აქტივობებში ჩართვა საჭიროებისამებრ;

მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბაკალავრის ხარისხი;
  • ინგლისური ენა (მინიმუმ B2 დონე);
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office, Google platforms, ZOOM)

უნარები:

  • ინტერკულტურულ გარემოში კომუნიკაციის უნარი;
  • ქართულ და ინგლისურ ენებზე წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ახალ ინფორმაციასთან/გამოწვევებთან გამკლავების უნარი;

სასურველია:

  • განათლება უცხოურ უნივერსიტეტში;
  • საერთაშორისო სტუდენტებთან მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ CV, დიპლომის ასლი და ინგლისური ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) მისამართზე vacancy@iliauni.edu.ge 2020 წლის 10 ნოემბრიდან 2020 წლის 19 ნოემბრის ჩათვლით (გთხოვთ, "subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება).

შერჩეულ კანდიდატებს გაეგზავნება წერილი ელექტრონულ ფოსტაზე, სადაც მითითებული იქნება ინტერვიუს ჩატარების თარიღი და პირობები.