ჟურნალისტი
ფორმულა
მედია
თბილისი
ვაკანსია
12-11
12-12
მედია
თბილისი
ვაკანსია
12-11
12-12
"ტელეკომპანია ფორმულა"-ს ბიზნესის რედაქცია აცხადებს ვაკანსიას ჟურნალისტის თანამდებობაზე.
რაოდენობა: 3
სამუშაო გრაფიკი: სრული
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ეკონომიკასა და ბიზნესთან დაკავშირებული საინტერესო თემების მოძიება და უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით ვებ-გვერდისთვის მომზადება, სტატიის/ვიდეოს/სხვადასხვა ტიპის ვიზუალური მასალის ფორმით;
- ინგლისურენოვანი ტექსტების ადაპტაცია ქართულენოვანი მკითხველისთვის გასაგები და საინტერესო ფორმით`
- მომზადებული მასალების ვებ-გვერდზე განთავსება/სოციალურ არხებზე გავრცელება;
ძირითადი მოთხოვნები:
- ინტერესი ბიზნესთან, ეკონომიკასთან და ფინანსებთან დაკავშირებული საკითხების მიმართ როგორც ადგილობრივ, ისე გლობალურ დონეზე;
- მსგავსი თემატიკის საკითხებზე მუშაობის, წერის ან გაშუქების გამოცდილება
- გამართულად წერის უნარი;
- ინგლისური ენის გამართულად ფლობა (სასურველია C1 დონე);
- საოფისე პროგრამების გამართული ფლობა. სასურველია ვებ-გვერდის მართვის, ასევე ვიზუალურ მასალასთან მუშაობისთვის განკუთვნილი პროგრამების გარკვეულ დონეზე ფლობა;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, შემდეგ მისამართზე: HR@formula.ge; სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია - ჟურნალისტი.