კურიერი

ახალი ხედვა
კურიერი
თბილისი
ვაკანსია
12-11
12-12


"ახალი ხედვა" აცხადებს ვაკანსიას კურიერის (მოპედიანი) პოზიციაზე.

კოდი: AKH-CR-01

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი ფუნქციები:

  • საკურიერო მომსახურების გაწევა განსაზღვრული მარშრუტის მიხედვით როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისათვის;
  • სხვადასხვა სახის გზავნილების აღრიცხვა, ადრესატისათვის მიწოდება და არსებული წესის შესაბამისად გადაცემა;
  • მომხმარებელთან ანგარიშსწორების უზრუნველყოფა;
  • საჭიროების შემთხვევაში, უშუალო ხელმძღვანელის მიერ ნათხოვნი დამატებითი ფუნქციების შესრულება, თანამშრომლის კვალიფიკაციის და ფუნქციების ფარგლებში.

საჭირო ცოდნა, კვალიფიკაცია & უნარები:

  • საშუალო ან აკადემიური განათლება
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება კურიერის პოზიციაზე
  • სავალდებულოა ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა
  • საკუთარი მოპედის ყოლა
  • მართვის მოწმობის A კატეგორიის ფლობა
  • ნავიგაციის სისტემების მოხმარების ცოდნა
  • საგზაო ნიშნებისა და უსაფრთხოების წესების ცოდნა
  • თბილისის უბნებისა და ქუჩების კარგი ცოდნა
  • მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
  • ამ პოზიციისთვის მნიშვნელოვანია დროის დაგეგმარების კარგი უნარი, პუნქტუალურობა, თავაზიანობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, გამართულად მეტყველების უნარი

თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს.

გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მხოლოდდამხოლოდ დამუშავდება შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, არ გადაეცემა მესამე მხარეს და ვაკანსიის დახურვის შემდეგ არ შეინახება მონაცემთა ბაზაში. თუ ეთანხმებით ზემოთ-აღნიშნული მიზეზით თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარებას/დამუშავებას, გთხოვთ განახლებული CV გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე vacancy@akhalikhedva.ge 2020 წლის 25 ნოემბრამდე.

გთხოვთ, ელ-ფოსტის საგანში (subject) სათაურად მიუთითოთ "კურიერი (მოპედიანი)"

წარმატებას გისურვებთ!