ორთოპედი

ახალი ხედვა
სამედიცინო
თბილისი
ვაკანსია
15-12
15-01


"ახალი ხედვა" აცხადებს ვაკანსიას ორთოპედის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი ფუნქციები:

  • პაციენტისთვის ტერფის კომპიუტერული დიაგნოსტიკის (პლანტოსკოპიის) პროცესის დეტალურად ახსნა
  • პედოგრაფის ულტრასენსორულ პლატფორმაზე აღნიშნული ტერფის ანაბეჭდის დეტალური დამუშავება
  • ტერფის აღბეჭდილი მონაცემების დაბეჭდვა და პაციენტისთვის დიაგნოზის გაცნობა
  • ღაბაშების (სუპინატორების) ტექნიკოსის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ღაბაშების (სუპინატორების) ზომების კორექტირება
  • პაციენტისთვის ღაბაშის (სუპინატორის) ინდივიდუალური სტილის შერჩევა
  • ფეხსაცმელში ღაბაშის (სუპინატორის) ჩადების შემდგომ პაციენტის მდგომარეობის მოკვლევა და საჭიროების შემთხვევაში კონსულტაცია
  • საჭიროების შემთხვევაში, უშუალო ხელმძღვანელის მიერ ნათხოვნი დამატებითი ფუნქციების შესრულება, თანამშრომლის კვალიფიკაციის და ფუნქციების ფარგლებში.

საჭირო ცოდნა, კვალიფიკაცია & უნარები:

  • სასურველია უმაღლესი განათლება სამედიცინო მიმართულებით
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ორთოპედის ან მასაჟის თერაპევტის პოზიციაზე
  • სავალდებულოა ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, სასურველია რუსული ენის ცოდნა
  • სავალდებულოა გამართული მეტყველების უნარი
  • მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა

თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს.

გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მხოლოდდამხოლოდ დამუშავდება შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, არ გადაეცემა მესამე მხარეს და ვაკანსიის დახურვის შემდეგ არ შეინახება მონაცემთა ბაზაში. თუ ეთანხმებით ზემოთ-აღნიშნული მიზეზით თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარებას/დამუშავებას, გთხოვთ განახლებული CV გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე vacancy@akhalikhedva.ge. გთხოვთ, ელ-ფოსტის საგანში (subject) სათაურად მიუთითოთ "ორთოპედი".

წარმატებას გისურვებთ!