რჩეული ბანკირი

კრედო ბანკი
საბანკო
თბილისი
ვაკანსია
12-11
12-12


კრედო ბანკი აცხადებს  ვაკანსიას რჩეული ბანკირის პოზიციაზე თბილისში

„კრედო  ბანკი“ 20 წლიანი  ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია  უწყვეტი სერვისებით საქართველოს 11 რეგიონში, 75 ფილიალით არის წარმოდგენილი. ჩვენს გუნდში მოხვედრა ბანკისთვის ასეთ მნიშვნელოვან დროს, შენი კარიერული წარმატების საწინდარია.

თანამშრომლებზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.

ახალ კრედოელებს ვთავაზობთ  პროფესიონალ გუნდთან ერთად, მეგობრულ სამუშაო გარემოში განვითარების  შესაძლებლობას და ბენეფიტებს:

  • დაზღვევა;
  • ტრენინგები;
  • მასტერკლასები;
  • ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა - სავარჯიშო დარბაზის/საცურაო აუზის დაფინანსება;
  • კორპორატიული ღონისძიებები.

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ, განვითარებაზე ორიენტირებულ, პოზიტიურ კანდიდატს. გვაჩვენე მოტივაცია, გაიარე შერჩევის ეტაპები, იყავი წარმატებული შენს საქმეში და გახდი პროფესიონალი საბანკო ინდუსტრიაში. 

ძირითადი პასუხისმგებლობა და მოვალეობები:

ზოგადი:

  • კრედოს ფილოსოფიის, ღირებულებების, მიზნების გაზიარება და მხარდაჭერა;
  • ორგანიზაციის მიზნების მისაღწევად, დასახული ამოცანების შესრულება;
  • მოვალეობის შესრულება კრედოს სტრატეგიისა და მეთოდიკის შესაბამისად.

სპეციფიკური:

  • რჩეული კლიენტების მოზიდვა, კრედოს პროდუქტების აქტიურად გაყიდვა და რჩეული კლიენტების მომსახურეობა;
  • საცალო და საკრედიტო პროდუქტების პოლიტიკის და პროცედურების, ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის, მათ შორის წამახალისებელი სქემის, მომსახურების სტანდარტების, ეთიკის კოდექსის, ბიზნესის ქცევების, ბანკის კორპორატიული ღირებულებების, ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკების, ასევე მათში შეტანილი სიახლებიის,  ცოდნა და დაცვა;
  • კლიენტის პერსონალური მონაცემების, ფინანსური და ოჯახური მდგომარეობის კონფიდენციალურობის დაცვა;
  • თანამშრომლის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა;
  • ორგანიზაციის კომერციული საქმიანობის კონფიდენციალურობის დაცვა;
  • ორგანიზაციის მატერიალური ფასეულობების გაფრთხილება და დაცვა, კრედოს მოხმარების პოლიტიკის შესაბამისად;
  • სამუშაო ადგილისთვის აუცილებელი მატერიალურ/ტექნიკური ბაზის გამართულად მუშაობის კონტროლი და მათი მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება;
  • ინფორმაციული უსაფრთხოების ტრეინინგზე დასწრება და ინფორმაციული უსაფრთხოების თანხმობის განცხადებაზე ხელის მოწერის უზრუნველყოფა, (ხელმოწერით დადასტურება, რომ განცხადების რომელიმე ნაწილის დარღვევა განხილულია როგორც მოვალეობის შეუსრულებლობა და იწვევს დისციპლინარულ სანქციებს);
  • კრედოში არსებული საკრედიტო და არასაკრედიტო პროდუქტებისა და საბანკო სერვისების რჩეული კლიენტებისათვის შეთავაზებისა და გაყიდვის უზრუნველყოფა;
  • რჩეული კლიენტების კონსულტაცია და დახმარება საბანკო დოკუმენტაციის შევსებაში, რაც არ გულისხმობს მათ ნაცვლად საბანკო დოკუმენტაციის შევსებას;
  • რჩეული კლიენტების იდენტიფიკაციისთვის აუცილებელი ინფორმაციის მოპოვების,  გადამოწმების, აღრიცხვის, დროული განახლების და შენახვის უზრუნველყოფა;
  • მიმდინარე ანგარიშის გახსნა ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის და ანგარიშების მართვასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა;
  • კლიენტებისთვის ვადიანი ანაბრების გახსნა და ანაბრებთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა;
  • კლიენტებთან პირველადი გასაუბრების ჩატარება და სასესხო განაცხადის დარეგისტრირება;
  • სესხის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურების შესრულება;
  • სესხის დაფარვასთან დაკავშირებული ოპერაციების შესრულება;
  • ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ნაღდი ფულის შემოტანის/გატანის, კონვერტაციის მომსახურების გაწევა ნებადართულ ვალუტაში/ებში განსაზღვრული ლიმიტების შესაბამისად;
  • სალარე და სავალუტო საგადახდო დავალებების მიღება და შესრულება;
  • რჩეული კლიენტებისთვის პლასტიკური ბარათით მომსახურების შეთავაზება და შესაბამისი განაცხადის დარეგისტრირება;
  • რჩეულ კლიენტებზე პლასტიკური ბარათების და პინ-კოდების გაცემა.
  • უნაღდო კონვერტაციების შესრულება კლიენტისგან მიღებული განაცხადის საფუძველზე;
  • განაცხადების მიღება სალარე და სავალუტო ფულად გზავნილებზე, ასევე მათი განაღდება შესაბამისი ინტრუქციების საფუძველზე;
  • კლიენტთა ანგარიშებიდან ამონაწერის სხვადასხვა სახის ცნობების მომზადება და გაცემა;
  • სადაზღვევო პროდუქტების გაყიდვა;
  • კლიენტთა ანგარიშების მომსახურებასთან დაკავშირებული სხვა ოპერაციების შესრულება;
  • ბანკნოტებისა და მონეტების სინამდვილისა და გადასახდელად ვარგისიანობის განსაზღვრა, ყალბი ან საეჭვო ბანკნოტებისა და მონეტების გამოვლენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირების მოთხოვნა განსაზღვრული წესების შესაბამისად;
  • დაზიანებული ეროვნული ბანკნოტებისა და მონეტების ექსპერტიზის ჩატარების მიზნით სალაროს მუშაკებისთვის გადაცემა;
  • მატერილალური პასუხისმგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება და მისი მიზეზით წარმოქმნილი დანაკლისების ანაზღაურება;
  • მსესხებელთა და გაცემული სესხების შესახებ მონაცემთა დაარქივება და მათი კონფიდენციალობის დაცვის უზრუნვლყოფა;
  • კომპანიის კორპორატიულ ელ-ფოსტაზე მოსული სიახლეების გაცნობა;
  • კრედოს ჩაცმის ეტიკეტის დაცვა;
  • საჭიროების შემთხვევაში, სერვისცენტრის სხვა პოზიციაზე მომუშავე თანამშრომელთა შეცვლა, მათი არყოფნის დროს;
  • სხვა მოვალეობების შესრულება, რომლებიც შესაძლოა, დაევალოს ზედამხედველის მიერ;
  • კლიენტის კონსულტაცია და მომსახურება არასაკრედიტო მიმართულებით;
  • არასაკრედიტო პროდუქტების შეთავაზება;
  • მუდმივი კონტაქტი კლიენტთან და პრობლემების არსებობის შემთხვევაში მათი პრობლემების მოგვარების პროცესში ჩართულობა;
  • რჩეული ბანკირი პირდაპირ პასუხისმგებელია ყველა მის მიერ შესრულებული ოპერაციის სისწორეზე სერვის-ცენტრის მართველის, სმე განყოფილების უფროსის და საბანკო მომსახურების განვითარების და კონტროლის განყოფილების უფროსის წინაშე.

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები:

  • ბიზნეს ბანკირს სასურველია ჰქონდეს უმაღლესი განათლება შემდეგი მიმართულებით: ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე, ბიზნესის ადმინისტრირება, იურიდიული. კლიენტების ფინანსური მდგომარეობის შესაფასებლად კანდიდატს აუცილებელია ესმოდეს ბიზნეს აღრიცხვის ზოგადი პრინციპები და შეეძლოს ფინანსური ანგარიშების წაკითხვა;
  • რჩეულ ბანკირად შესაძლოა დასაქმდეს ისეთი კანდიდატი, რომელსაც არ აქვს უმაღლესი განათლება ზემოთ ჩამოთვლილი არცერთი მიმართულებიდან, თუმცა აქვს შესაბამისი სამუშაო გამოცდილება: გაყიდვებში, მომხმარებელთა მომსახურებაში, საბანკო სექტორში.
  • კანდიდატი უნდა ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს - MS Word, MS Excel, MS PowerPoint, MS Outlook;
  • ქართული ენა -  სრულყოფილი ცოდნა სავალდებულოა;
  • რუსული და ინგლისური - წაკითხვის ანალიზისა და აზრის გამოტანის უნარი.
  • მცირე და საშუალო ბიზნეს სესხების ოფიცრად მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება (სასურველია);
  • საბანკო სექტრორში მოლარე-ოპერატორად მუშაობის გამოცდილება;
  • სხვა ბანკში საკრედიტო, გაყიდვების ან/და მომხმარებელთან მომსახურების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

თუ დაინტერესდი, გამოგზავნეთ CV, გაიარე შერჩევა და შემოუერთდი ჩვენს მეგობრულ გუნდს.  

CV გამოგვიგზავნე მეილზე: cv@credo.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: რჩეული ბანკირი თბილისში.

განცხადების მიღების ვადა:  2020 წლის  24 ნოემბერი.

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.