მიმტანის დამხმარე

სასტუმრო რუმს კოხტა
რესტორანი/კვება
ბაკურიანი
ვაკანსია
13-11
13-12


სასტუმრო "რუმს კოხტა" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის დამხმარის პოზიციაზე.

პოზიციის აღწერა:

  • დაეხმაროს მიმტანს სამუშაოს შესრულებაში.
  • უზრუნველყოს მომხმარებლამდე მაღალი სტანდარტების სერვისის მიწოდება და დროული მომსახურეობა.

ძირითადი მოვალეობები:

  • დაეხმაროს მიმტანს შეკვეთის დროულად მიღებაში და სტუმრების სათანადო მომსახურეობაში;
  • უზრუნველყოს მზა შეკვეთის სამზარეულოდან მიმტანამდე მიწოდება;
  • დარწმუნდეს, რომ შეკვეთა მიწოდებულია სწორად, სწრაფად და სტანდარტების მაქსიმალური დაცვით;
  • შეასრულოს დასუფთავების პროცედურები მოთხოვნისამებრ;
  • იცნობდეს მენიუში არსებულ პროდუქტებს და მათი მომზადების წესებს;
  • შეასრულოს ყველა პროცედურა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების წესების დაცვით;
  • მზად იყოს კოლეგების დასახმარებლად და საჭიროების შემთხვევაში მათი პასუხისმგებლობის გასანაწილებლად.

საჭირო უნარები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
  • პროფესიული განათლება ამავე მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
  • გამართული მეტყველება ქართულ ენაზე, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ფიზიკური გამძლეობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხიმგებლობის გრძნობა;
  • რამდენიმე დავალების კოორდინირების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 12 დეკემბრამდე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.bakuriani@roomshotels.com. სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

მოცემულ ვაკანსიას შესაძლოა დაემატოს პუნქტები ან შეცვალოს ზემოთმოყვანილი აღწერილობა.