Horeca მენეჯერი

თბილღვინო
გაყიდვები
თბილისი
ვაკანსია
16-11
16-12


"თბილღვინო" აცხადებს ვაკანსიას Horeca მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, სარაჯიშვილის 2

ფუნქცია-მოვალეობები:

  • პარტნიორებთან მოლაპარაკების ეფექტური წარმოება.
  • პოტენციურ პარტნიორებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება.
  • გაყიდვების გეგმის შედგენა.
  • ყოველთვიური გაყიდვების და თანხის შემოტანის გეგმის შესრულების უზრუნველყოფა.
  • დებიტორული დავალიანების კონტროლი.
  • ფინანსური რისკების შეფასება და პრევენციის მიზნით რეკომენდაციების მომზადება.
  • ფინანსური აუდიტის პროცესში მონაწილეობის მიღება.
  • დაქვემდებარებული პერსონალის ადმინისტრაციული მართვა.
  • დაქვემდებარებული პერსონალის სამუშაო განრიგის შედგენა და მართვა.
  • ყოველკვირეული ანალიტიკა და რეპორტინგი ხელმძღვანელთან.
  • გაყიდვების ანალიტიკა ნომენკლატურის, კატეგორიის, ბრენდის და დროის მიხედვით.
  • ქსელში პროდუქციის განლაგების ყოველდღიური მონიტორინგი.
  • ყოველთვიური მარკეტინგული გეგმის შედგენა.
  • მარკეტინგული გეგმის შესრულების კონტროლი.
  • მარკეტინგული პროცესების ზედამხედველობა და კონტროლი.
  • არსებული მომხმარებელთა ბაზის შენარჩუნება და განვითარება.
  • მონაწილეობა ღონისძიებების ორგანიზებაში(პრეზენტაციები, დეგუსტაციები).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • აუცილებელია აღნიშნულ პოზიციაზე 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • ინგლისური C2;
  • რუსული C2;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;

პროფესიული უნარები:

  • ორგანიზებულობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობა;
  • სტრესულ, ექსტრემალურ სიტუაციებში მუშაობის უნარი და გამოცდილება;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დავალებების სწორად გადანაწილება;
  • პრიორიტეტების სწორად დასახვა.

ჩვენ გთავაზობთ:

  • ღირებულებებზე დაფუძნებულ, ძლიერ კორპორატიულ კულტურაში მუშაობის შესაძლებლობას;
  • სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • სხვა დამატებით ბენეფიტებს.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 2 დეკემბრის ჩათვლით, ელექტრონულ მისამართზე: hr@tbilvino.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "თბილღვინომ" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.