ქიმიკოსი
თბილღვინო
წარმოება
თბილისი
ვაკანსია
16-11
16-12
წარმოება
თბილისი
ვაკანსია
16-11
16-12
"თბილღვინო" აცხადებს ვაკანსიას ქიმიკოსის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
ფუნქცია-მოვალეობები:
- ფიზიკო-ქიმიური ანალიზის ჩატარება და შესაბამისი ჩანაწერების წარმოება;
- ნედლეულის, დამხმარე მასალების, მზა პროდუქციის ფიზიკურ-ქიმიური ანალიზების ჩატარება;
- ნიმუშების აღება დადგენილი წესის მიხედვით;
- ქიმიური ლაბორატორიის შიდა კონტროლი;
- ქიმიური ანალიზების სიზუსტის შემოწმება;
- სტანდარტული და სამუშაო ქიმიური ხსნარების მომზადება, მათი შენახვის პირობების გაკონტროლება;
- ტექნიკის მიზნობრივად გამოყენების კონტროლი;
- მონაწილეობის მიღება პროდუქტის წარმოების კონტროლში;
- დასრულებული პროდუქციისთვის ხარისხის სერტიფიკატების შედგენა;
- პირველი დონის შიდა ლაბორატორიული კონტროლის განხორციელება;
- სს "თბილღვინო"-ს ყვარლის საწარმოში რთველის პერიოდში (სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი) მორიგეობით მივლინება ქიმიური ანალიზების წარმოებისათვის.
- სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების მკაცრი დაცვა, როგორც თბილისის ქარხანაში, ისე ყვარლის ღვინის ქარხანაში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- საბაკალავრო პროგრამა ქიმიის მიმართულება;
- სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- ინგლისური C2 დონეზე.
პროფესიული უნარები:
- ორგანიზებულობა;
- მაღალი პასუხისმგებლობა;
- სტრესულ, ექსტრემალურ სიტუაციებში მუშაობის უნარი და გამოცდილება;
- დავალებების სწორად გადანაწილება;
- პრიორიტეტების სწორად დასახვა;
- დატვირთული რეჟიმით მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- ღირებულებებზე დაფუძნებულ, ძლიერ კორპორატიულ კულტურაში მუშაობის შესაძლებლობას;
- სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- სხვა დამატებით ბენეფიტებს.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 9 დეკემბრის ჩათვლით ელექტრონულ მისამართზე: hr@tbilvino.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.
CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "თბილღვინომ" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.