მთავარი ბუღალტერი

კახური ტრადიციული მეღვინეობა
ბუღალტერია
თბილისი
ვაკანსია
16-11
16-12


"კახური ტრადიციული მეღვინეობა" ღვინისა და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა კავკასიის რეგიონში. კომპანია დაფუძნდა 2001 წელს. KTW ჯგუფის მიზანია, შეინარჩუნოს ღვინის ძველი უნიკალური გემო, შერწყმული თანამედროვე ტექნოლოგიებთან, შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. KTW ჯგუფი ორიენტირებულია მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე.

შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი

სამუშაო გრაფიკი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსებში/ეკონომიკაში ან მონათესავე დისციპლინაში
  • სასოფლო სამეურნეო სფეროში მუშაობის გამოცდილება აუცილებელია;
  • მთავარ ბუღალტრად მუშაობის გამოცდილება აუცილებელია
  • ACCA მეორე დონე აუცილებელია;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა MS Office: Word; Excel;
  • საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასურველია
  • პროგრამა FMG-ში მუშაობის გამოცდილება.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ბუღალტრული დოკუმენტაციის წარმოება
  • კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიკაცია
  • შესყიდვების/რეალიზაციების პირველადი დოკუმენტაციის კონტროლი და მისი პროგრამული ასახვა
  • გაყიდვების/და შესყიდვების დოკუმენტაციის, ხელშეკრულებების, ინვოისების, ა/ფაქტურების, მიღება-ჩაბარების აქტების, შესყიდვის აქტების და ა.შ. კლიენტებთან გაფორმების უზრუნველყოფა, შენახვა/დაარქივება
  • დებიტორ-კრედიტორული ნაშთების კონტროლი, შედარების აქტების გაფორმება მოთხოვნა მოვალეობებზე
  • საგადასახადო დეკლარაციების შევსება
  • გადარიცხვების წარმოება

უნარ-ჩვევები:

  • კრიტიკული, ანალიტიკური და სხარტი აზროვნება
  • მათემატიკური და ლოგიკური აზროვნება
  • დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული; პუნქტუალური
  • პრობლემური სიტუაციების აღმოფხვრის უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარ;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • მიზანმიმართული და შედეგებზე ორიენტირებული

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@ktw.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მთავარი ბუღალტერი".

კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.

სააპლიკაციო ფორმები მიიღება 2020 წლის 13 დეკემბრის ჩათვლით.

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!