მარკეტინგის მენეჯერი

მადარტი
მენეჯერი
თბილისი
ვაკანსია
16-11
16-12


კომპანია "მადარტი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე

ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის განვითარებისა და გაძლიერებისთვის სტრატეგიული გეგმების შემუშავება დანერგვა,
  • განხორციელება და კონტროლი;
  • ბრენდის ცნობადობის გაზრდის მიზნით ღონისძიებების და სამუშაოების დაგეგმვა და ორგანიზება;
  • გაყიდვების დაგეგმვა (ბაზრის და კონკურენტების შესწავლა და ანალიზი) სეზონურობის,
  • მიმდინარე პერიოდის მოთხოვნების გათვალისწინებით;
  • არსებული და პოტენციური მომხმარებლების ანალიზი;
  • კომპანიის პროდუქციის მარკეტინგული ანალიზი;
  • შიდა ბრენდინგის მიმართულებით ახალი ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება;
  • კომუნიკაციის არხების განახლება და განვითარება;
  • მედია საშუალებებთან, სარეკლამო კომპანიებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობა;
  • კომპანიის მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა-განხორციელებაში ჩართულობა;
  • მარკეტინგული აქტივობებისთვის საჭირო პრეზენტაციების მომზადება;
  • მიმდინარე მარკეტინგული ტრენდების მუდმივი მონიტორინგი და ანალიზი;
  • საჭირო ინვენტარის დაბრენდვა;
  • შესრულებული და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ანგარიშების მომზადება;
  • რეგულარული ანგარიშგება ხელმძღვანელი პირის წინაშე მიღწეული პროგრესის, ცვლილებების, კლიენტთან დაკავშირებული პრობლემების და/ან სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ;
  • მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმების შემუშავება, მენეჯმენტისთვის წარდგენა, დანერგვა, განხორციელება და კონტროლი;
  • სოც.მედიის მონიტორინგი;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების (ზეპირი, წერილობითი) შესრულება;

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე 20 ნოემბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@madart.ge და გთხოვთ "subject" ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.

კომპანია მადარტი გისურვებთ წარმატებას!