უძრავი ქონების აგენტი

AWARD ჰოლდინგი
გაყიდვების აგენტი
თბილისი
ვაკანსია
16-11
16-12
3750


AWARD ჰოლდინგი წარმოადგენს სხვადასხვა ბიზნეს სეგმენტის მქონე კომპანიათა გაერთიანებას, მაგრამ უპირატესი მნიშვნელობა ენიჭება სამშენებლო მიმართულებას. ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის შემდეგი კომპანიები: შპს ,,AWARD’’, „ევორდ დრილინგი“, „ევორდ ფექტორი“, „ევორდ ტრანსპორტი“ და სამშენებლო კომპანია „მამისონი“.

შპს ,,AWARD’’ აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების აგენტის პოზიციაზე

პოზიციის დასახელება: უძრავი ქონების აგენტი

კონკურსის ტიპი: ღია კონკურსი

ორგანიზაცია: შპს  ,,AWARD’’

ადგილების რაოდენობა: 1

მუდმივი სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი/ნაწილობრივ დისტანციური

თანამდებობრივი სარგო: 3750 ლარი (დარიცხული)

მოვალეობები:

  • კომპანიის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების დეტალურად ცოდნა და ბაზის განახლება საჭირობისამებრ;
  • საქართველოს ბაზარზე არსებული უძრავი ქონების მუდმივი მონიტორინგი:
  • სასოფლო-სამეურნეო და საინვესტიციო მიწების მოძიება საქართველოს მასშტაბით;
  • დეველოპერული პროექტებისათვის უძრავი ქონების (მიწების) და შესაბამისი პროექტების შერჩევა;
  • უძრავი ქონების მფლობელ პირებთან ან/და სააგენტოებთან სწრაფი და ეფექტური კომუნიკაციის დამყარება, მათთან მოლაპარაკება;
  • სხვა დაინტერესებული პირებთან ეფექტური გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება და წარმართვა;
  • უძრავი ქონების რეგისტრაციასა და შესყიდვებთან დაკავშირებული სათანადო დოკუმენტაციის მომზადება, ხელშეკრულებების გაფორმება;
  • კომპანიის ხელმძღვანელობასთან და გუნდის სხვა წევრებთან  ერთად კოორდინირებული მუშაობა;
  • ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება.

პროფესიული მოთხოვნები:

  • აღნიშნულ სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
  • საქართველოს კანომდებლობის მიხედვით უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული რეგულაციების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები:      
პროგრამის დასახელება        ცოდნის დონე

  •  Microsoft Office   კარგი
  •  Microsoft Excel   კარგი

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • შრომისმოყვარეობა;
  • ენერგიულობა;
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა და სხვადასხვა საკითხზე კოორდინირებულად მუშაობის უნარი;

თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილების ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV  შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  hr@award.ge.

შენიშვნა:  არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 15/12/2020.

გისურვებთ წარმატებას!