დისპეჩერი
ლოგისტიკა
თბილისი
ვაკანსია
16-11
16-12
AWARD ჰოლდინგი წარმოადგენს სხვადასხვა ბიზნეს სეგმენტის მქონე კომპანიათა გაერთიანებას, მაგრამ უპირატესი მნიშვნელობა ენიჭება სამშენებლო მიმართულებას. ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის შემდეგი კომპანიები: შპს ,,AWARD’’, „ევორდ დრილინგი“, „ევორდ ფექტორი“, „ევორდ ტრანსპორტი“ და სამშენებლო კომპანია „მამისონი“.
AWARD ჰოლდინგი აცხადებს ტრანსპორტის დისპეჩერის ვაკანსიას.
პოზიციის დასახელება: ტრანსპორტის დისპეჩერი
ორგანიზაცია: შპს ,,AWARD’’
მუდმივი სამუშაო ადგილი: თბილისი
ადგილების რაოდენობა: 1
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
მოვალეობები:
- საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოებისათვის გამოყოფილი ტრანსპორტისა და სპეციალური ტექნიკის სამშენებლო ობიექტზე მიწოდების და მოხმარების აღრიცხვა და კონტროლი;
- ტრანსპორტის მოძრაობის აღრიცხვა სამშენებლო ობიექტის მოთხოვნისამებრ;
- ობიექტზე ყოველდღიური მონაცემების შეგროვება ტრანსპორტის მიერ გაწეული სამუშაოს ოდენობასა და განვლილ მანძილზე;
- ტრანსპორტის ტექნიკურ მდგომარეობაზე ინფორმაციის შეგროვება და ნებისმიერი შეკეთების საჭიროებაზე მოთხოვნის გაკეთება;
- ობიექტზე ტრანსპორტის ლოკაციების შესწავლა და მათი განთავსების სქემის შემუშავება ობიექტის მენეჯერთან შეთანხმებით;
- სამშენებლო ტექნიკაზე მიმაგრებული მძღოლებისა და ოპერატორების მიერ გაწეული სამუშაოსა და მათი საჭიროებების აღრიცხვა და კონტროლი;
- ობიექტის მენეჯერთან ერთად ტრანსპორტის განლაგების დაგეგმვა და ასევე მათი განთავსება არასამუშაო საათებისა და რემონტების დროს;
- ტრანსპორტის მიერ მოხმარებული ხარჯვადი მასალების აღრიცხა და სათადარიგო ნაწილებსა და საცხებ საპოხი მასალების შეკვეთების გაკეთება სატრანსპორტო სამსახურში;
- ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება.
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პუნქტუალურობა;
- შრომისმოყვარეობა;
- ენერგიულობა;
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაოფილების ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@award.ge
შენიშვნა: არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 15/12/2020.
გისურვებთ წარმატებას!