IT სპეციალისტი

გრანდ ელექტრონიქსი
ინფორმაციული ტექნოლოგიები
თბილისი
ვაკანსია
16-11
16-12


ტექნიკის მაღაზიათა ქსელი Grand Electronics აცხადებს ვაკანსიას IT სპეციალისტის პოზიციაზე.

კომპანია დაარსდა 1996 წელს და მას შემდეგ ახდენს ტექნიკის ყველა ასორტიმენტის რეალიზაციას საქართველოს საცალო და საბითუმო ბაზარზე.

2006 წელს კომპანიამ შეიცვალა დასახელება და „Grand Electronics”-ის სახელით პირველი მაღაზია გახსნა სავაჭრო ცენტრ მეგალაინში. შემდგომში დაემატა გლდანის, ვარკეთილისა ისთ-ფოინთისა და სითი მოლის ფილიალები. კომპანია აწარმოებს იმპორტს ჩინეთიდან და ევროპის ქვეყნებიდან. ხარისხიანი და ფართო ასორტიმენტის პროდუქციით, საუკეთესო ფასებითა და მომსახურების მაღალი ხარისხით „გრანდ ელექტრონიქსი“ ჯანსაღ კონკურენციას უწევს ბაზარზე არსებულ დიდ ბრენდებს.

პირობები:

  • სამუშაო განაკვეთი: სრული ან ნახევარი განაკვეთი.
  • ანაზღაურება: ფიქსირებული

ძირითადი მოვალეობები:

  • ორგანიზაციის ოფისის თანამშრომლების კვალიფიციური ტექნიკური IT მხარდაჭერა (კომპიუტერული სისტემებისა და ტექნიკის გამართვა);
  • ფილიალების შემთხვევაში თანამშრომელთა ტექნიკური დახმარება ადგილზე მისვლით ან/და დისტანციური რეაგირებით.
  • კომპიუტერული ტექნიკისა და დამატებითი მოწყობილობების (პრინტერი, სკანერი) ინსტალაცია, გამართვა და პროგრამული უზრუნველყოფა;
  • კომპიუტერული და ქსელური პრობლემების იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
  • უშუალო ხელმძღვანელის დავალებით სხვა ტექნიკური თუ პროგრამული სამუშაოების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • განათლება ტექნიკური მიმართულებით;
  • აუცილებელია მინ. 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება IT სპეციალისტის პოზიციაზე;
  • კომპიუტერული სისტემების აგებულების, მუშაობის, კონფიგურაციისა და დიაგნოსტიკის პრინციპების ცოდნა;
  • Windows სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (ინსტალაცია, გამართვა, დიაგნოსტიკა);
  • სამომხმარებლო პროგრამულ უზრუნველყოფასთან (ინტერნეტ ბროუზერები, ანტივირუსები, სხვადასხვა უტილიტები) მუშაობა;
  • სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • მოტივაციისა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ტექნიკური პრობლემის იდენტიფიკაციის და გადაწყვეტის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ორგანიზებულობა,დისციპლინირებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური  მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;

ჩვენ გთავაზობთ:

  • მეგობრულ გარემოსა და გუნდს, სადაც შეძლებთ მუდმივ განვითარებასა და პიროვნულ რეალიზაციას;
  • თანამედროვე და მოწესრიგებულ სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას.

ვაკასიით დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად ელ-მისამართზე: hr@grandel.ge

გთხოვთ, სათაურის ველში ( Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შემოსული განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!