პურ-ფუნთუშეულის მცხობელი

აგროჰაბი
მცხობელი
თბილისი
ვაკანსია
19-11
19-12


„აგროჰაბი“ არის, საქართველოში პირველი, ინოვაციური აგრარული ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მუდმივად ჯანსაღ, ნატურალურ და ახალ პროდუქციას.

ამისთვის კომპანიას გააჩნია საკუთარი ფერმები, რძის პროდუქტების ქარხანა და ათამდე დასახელების სხვადასხვა სახის წარმოება.

კაფეების გახსნასთან დაკავშირებით კომპანია „აგროჰაბი“ აცხადებს ვაკანსიას პურ-ფუნთუშეულის მცხობელის  პოზიციაზე.

პოზიციების  ადგილმდებარეობა:

  • მარშალ გელოვანის 22

ძირითადი მოვალეობები:

  • სხვადასხვა სახის ცომის მომზადება;
  • სხვადასხვა სახის პროდუქტის გამოცხობა კომპანიის მიერ შემუშავებული შიდა საწარმოო სტანდარტის მიხედვით;
  • სამუშაო გარემოში ჰიგიენური ნორმების დაცვა, მანქანა დანადგარების გასუფთავება;

ძირთადი მოთხოვნები:

  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ცომთან მუშაობის სპეციფიკაციის ცოდნა;

პიროვნული მახასიათებლები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დასახული ამოცანების ოპერატიულად და დამოუკიდებლად შესრულების უნარი;
  • შრომისმოყვარე.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ-ფოსტაზე hr@agrohub.ge .

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!