ჭურჭლის მრეცხავი

მადარტი
რესტორანი/კვება
თბილისი
ვაკანსია
17-11
17-12


კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან მოყოლებული დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. "მადარტის" უპირატესობას კონკურენტებთან მიმართებაში განსაზღვრავს ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოება, მრავალფეროვანი ასორტიმენტი, მოქნილი და გამარტივებული მიტანისა და შეკვეთის სერვისი და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებული მომსახურების შეთავაზება.

კომპანია "მადარტი" დასაქმების მსურველებს იწვევს ჭურჭლის მრეცხავის პოზიციაზე სამუშაოდ!

სამუშაო ადგილი: წერეთელი

სამუშაო განაკვეთი: სრული

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სისუფთავისა და ჰიგიენის რეგულარული კონტროლი;
  • საოფისე/საწარმოო/სასაწყობე ინვენტარის რეცხვა & დასუფთავება მიღებული სტანდარტების შესაბამისად;
  • საჭიროებიდან გამომდინარე უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიცემული სხვა დავალებების შესრულება;

ძირითადი მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია);

საჭირო უნარები:

  • ყურადღებიანი და მობილიზებული;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა და ინტენსიურ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე 25 ნოემბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@madart.ge. გთხოვთ, "subject" ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.

კომპანია "მადარტი" გისურვებთ წარმატებას!