გრაფიკული დიზაინერი

მადარტი
გრაფიკული დიზაინი
თბილისი
ვაკანსია
17-11
17-12


კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან მოყოლებული დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. "მადარტის" უპირატესობას კონკურენტებთან მიმართებაში განსაზღვრავს ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოება, მრავალფეროვანი ასორტიმენტი, მოქნილი და გამარტივებული მიტანისა და შეკვეთის სერვისი და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებული მომსახურების შეთავაზება.

კომპანია "მადარტი" აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე

სამუშაო გრაფიკი სრული: კვირაში 5 დღე (დისტანციურად).

ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის Facebook გვერდისთვის სარეკლამო მასალის დიზაინის შემუშავება და მათი გრაფიკული ვიზუალიზაცია;
  • ფოტოკოლაჟის მომზადება;
  • Gif ბანერების დამზადება
  • ორგანიზაციის საქმიანობის და მისი პროდუქტების შესახებ გრაფიკული მასალების დამზადება;
  • საბეჭდი სარეკლამო მასალებისთვის დიზაინის შექმნა;
  • ვებ-კონტენტის და ელექტრონული არხებისთვის დიზაინის შექმნა
  • ვიდეოს კონვერტირება და მონტაჟი (სასურველია).

ძირითადი მოთხოვნები:

  • განათლება მარკეტინგის/გრაფიკული დიზაინის ან ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: Photoshop, CorelDraw, Illustrator...

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@madart.ge 25 ნოემბრამდე. გთხოვთ, "subject" ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.

კომპანია "მადარტი" გისურვებთ წარმატებას!