ექსპედიტორი
დისტრიბუცია
თბილისი
ვაკანსია
18-11
18-12
450 + ბონუსი
სადისტრიბუციო კომპანია "ფუდსერვისი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2006 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო ბრენდების "Danone"-ის, "Sadia"-ას და ასევე საკუთარი ბრენდის "Supremo"-ს კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.
კომპანია "ფუდსერვისი" აცხადებს ვაკანსიას რეზერვი ექსპედიტორის ("დასტავკა") პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ორხევის დასახლება, თ. ჩანტლაძის 40
ანაზღაურება: სტაჟირების პერიოდში 450 ლარი; შემდეგ ფიქსირებული 550 ლარი + ბონუსი
ძირითადი მოვალეობები:
- სავაჭრო ობიექტისთვის პროდუქციის მიწოდება და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება;
- პროდუქციის უვნებლად და დაუზიანებლად ტრანსპორტირების უზრუნველყოფა;
- სავაჭრო ობიექტიდან პროდუქციის დაბრუნების შემთხვევაში საქონლის სწორად მითვლა და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმება.
- ობიექტიდან დაბრუნებული პროდუქციის საწყობისთვის სწორად მითვლა.
პიროვნული თვისებები და უნარები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- კომუნიკაბელურობა
- დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
- დეტალებზე ორიენტირებულობა
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gfs.ge. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება.