იურისტი

სმარტ რითეილი
იურიდიული
თბილისი
ვაკანსია
18-11
18-12


სს "სმარტ რითეილი" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე ქ. თბილისში.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სხვადასხვა სახის ხელშეკრულებების (მომსახურების, შესყიდვების, ტრანსპორტირების, მარკეტინგის, ინკასაციის და ა.შ.) მომზადება/გაფორმება;
  • საქმის მომზადება და წარმომადგენლობა სასამართლოში/აღსრულებაში;
  • იჯარის ხელშეკრულებების მომზადება და გაფორმება საჯარო რეესტრში;
  • სხვადასხვა მნიშვნელოვანი კორესპონდენციის (წერილების, მინდობილობების, განცხადებების) მომზადება;
  • უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებების მომზადება და გაფორმება საჯარო რეესტრში;
  • გარე აუდიტორების უზრუნველყოფა საჭირო დოკუმენტაციით;
  • კომპანიების სადამფუძნებლო დოკუმენტაციის მომზადება;
  • ახალი კომპანიების დაფუძნება;
  • აქციონერთა კრების ან/და სამეთვალყურეო საბჭოს სხდომების ჩატარების ორგანიზება (გამოცხადება, ოქმების დამოწმება).
  • ბანკებთან უზრუნველყოფების და საკრედიტო ხელშეკრულებების გაფორმება;
  • ​ნოტარიუსებთან ურთიერთობა სხვადასხვა სახის დოკუმენტაციის დამოწმების მიზნით;
  • სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა და შესაბამისი ხელშეკრულების მომზადება/გაფორმება;
  • ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება (სასურველია მაგისტრის ხარისხი კერძო სამართლის მიმართულებით);
  • იურისტის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია ადვოკატის ლიცენზია სამოქალაქო სპეციალიზაციით;
  • სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საფუძვლიანი ცოდნა;
  • სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებთან წარმომადგენლობის გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: wissolcareer@wissol.ge

წერილის სათაურში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა - 1 დეკემბერი

მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისთვის.

თქვენს მიერ გადმოგზავნილი რეზიუმე შეტანილია აპლიკანტთა მონაცემთა ბაზაში შემდგომი განხილვის მიზნით და ინახება ელექტრონულ მისამართზე 6 თვის ვადით.