გაყიდვების კონსულტანტი

თეგეტა მოტორსი
გაყიდვები
მარნეული
ვაკანსია
18-11
18-12


თეგეტა მოტორსი აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტი პოზიციაზე მარნეულში

  • ვაკანსიის კოდი:TGM0000794
  • ადგილმდებარეობა:მარნეული
  • ორგანიზაცია:თეგეტა მოტორსი
  • მოქმედების ვადა:17.12.2020
  • კატეგორია:გაყიდვები
  • დასაქმების ტიპი:სრული განაკვეთი
  • სამუშაო გრაფიკი:სტანდარტული გრაფიკი
  • გამოცდილების დონე:სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები

გამოცდილება

  • სასურველია მინიმალური სამუშაო გამოცდილება.
  • სფერო: გაყიდვები, კლიენტთა მომსახურება.

განათლება

  • ხარისხი: სტუდენტი, ბაკალავრი

ენები

  • ქართული - ძალიან კარგი
  • რუსული - კარგი
  • აზერბაიჯანული - საშუალო

უნარები

  • დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
  • სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი

დამატებითი მოთხოვნები:

საავტომობილო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება დამატებით უპირატესობად.

სამუშაოს აღწერა

  • მომხმარებლის მომსახურება კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
  • მომხმარებლის საჭიროების დადგენა   და მისი ინტერესების მიხედვით, შესაბამისი მომსახურების გაწევა;
  • პროდუქციის შეთავაზება, მახასიათებლების ახსნა/დემონსტრირება, დაინტერესების შემთხვევაში ინვოისის მომზადება და მომხმარებლის მოლარე-ოპერატორთან გადამისამართება;
  • მომხმარებლისთვის ალტერნატიული პროდუქტის შეთავაზება (ონლაინ კატალოგის მიხედვით);
  • კომპანიაში არსებული სიახლეების გაცნობა და შეთავაზება;
  • პროდუქციის სასაწყობო  ნაშთების კონტროლი და შესაბამისი ანგარიშების წარმოება;
  • საჭიროების შემთხვევაში, სტაჟიორ-კონსულტანტის სწავლება.

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://career.tegetamotors.ge/Job/794

დამატებითი ინფორმაცია

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს „თეგეტა მოტორსის“ ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!