სადაზღვევო შემთხვევების რეგულირების მენეჯერი
დაზღვევა
ბათუმი
ვაკანსია
18-11
18-12
"New Vision Insurance" აცხადებს ვაკანსიას სადაზღვევო შემთხვევების რეგულირების მენეჯერის პოზიციაზე.
დაქვემდებარება: სადაზღვევო შემთხვევების რეგულირების სამსახურის უფროსი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ადგილმდებარეობა: ბათუმი
სამუშაოს აღწერილობა:
- სამედიცინო შემთხვევების რეგულირება და სადაზღვევო შემთხვევების მართვა
ფუნქცია მოვალეობები:
- ფილიალში მისული მომხმარებლების მომსახურება და მათი სადაზღვევო შემთხვევების მართვა
- დაზღვეულების მიერ წარდგენილი სამედიცინო და ფინანსური დოკუმენტაციის გადამოწმება და მიღება
- გარკვეული ლიმიტის ფარგლებში ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღება; თანხის გაცემა
- სადაზღვევო შემთხვევების პროგრამული ასახვა და მიღებული დოკუმენტაციის დაარქივება;
- მომხმარებლისთვის დაზღვევის პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება ხელშეკრულებიდან შესაბამისი მუხლის/პუნქტის გათვალისწინებით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
აუცილებელი:
- უმაღლესი განათლება (სამედიცინო)
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა (MS OFFICE)
- მომსახურების სფეროში მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
პიროვნულობა:
- ყურადღება დეტალების მიმართ
- გუნდური მუშაობის უნარი
- დროის ეფექტური გამოყენების უნარი
- კონფიდენციალობის დაცვის უნარი
- პრეზენტაბელურობა
სადაზღვევო კომპანიის მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ: ეთანხმებით, რომ სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევა" უფლებამოსილია, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი წესით, დასაქმების მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები; ადასტურებთ, რომ იცით თქვენი უფლება, მიიღოთ ინფორმაცია სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევას" მიერ თქვენს შესახებ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემთა თაობაზე, ასევე, კანონით დადგენილი წესით, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება; ანიჭებთ სს "ნიუ ვიჟენ დაზღვევას" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები*, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.
გარდა ნასამართლობასა და ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა (თუ ის მოთხოვნილი იყო), რაც განადგურდება თქვენი დასაქმების შესახებ დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებისთანავე;
1 (ერთი) წლის განმავლობაში, სადაზღვევო კომპანიაში თქვენი დაუსაქმებლობის შემთხვევაში, ამ ვადის გასვლისთანავე, სრულად განადგურდება თქვენს შესახებ მატერიალური ან/და ელექტრონული ფორმით არსებული ყველა ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, შემდეგ ელ. მისამართზე: Vacancy@nvi.ge და სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება
გისურვებთ წარმატებას!