ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა საავტომობილო სერვისის სამღებრო-სათუნუქე საამქროს მიმართულებით

ჯი-თი მოტორსი
ავტო-მოტო სერვისი
თბილისი
სტაჟირება
18-11
12-12


შპს „ჯი-თი მოტორსი“, რომელიც არის Jaguar, Land Rover, Ford და Suzuki საავტომობილო ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში იწყებს ანაზღაურებად სტაჟირების პროგრამას საავტომობილო სერვისის სამღებრო-სათუნუქე საამქროს მიმართულებით.

თუ გაინტერესებთ ავტო სფერო და ხართ მოტივირებული, განავითაროთ თქვენი ტექნიკური უნარ-შესაძლებლობები, გეძლევათ შანსი გაიაროთ პრაქტიკული სწავლება ჩვენს ავტოსერვისში.

კანდიდატები დასაქმდებიან ავტოსერვისის ისეთ მიმართულებებზე, როგორიც არის სამღებრო-სათუნუქე საქმიანობა და შეისწავლიან პროფესიას.

სტაჟირების გავლის შემდეგ, წარმატებული კანდიდატები დასაქმდება კომპანიაში.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ავტოსერვისში შემოსული ავტომობილის მომსახურება-შეკეთებაში აქტიური მონაწილეობის მიღება;

მოთხოვნები:

  • სავალდებულოა ინგლისური ან რუსული ენის სასაუბრო დონეზე ფლობა;
  • სასურველია მართვის მოწმობის B კატეგორიის ფლობა;

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მოწესრიგებულობა;
  • პუნქტუალურობა;

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.

სამუშაო განაკევითი: კვირაში 6 დღე (10:00სთ. - 18:00სთ. დასვენების დღე კვირა).

გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნოთ CV ფოტოსურათით მისამართზე: vacancy@gtmotors.ge და საგნის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (სტაჟიორი);

გისურვებთ წარმატებას!